დილის 6 საათიდან თბილისის მეტროპოლიტენი გაფიცულია. დაკეტილია ყველა მეტროსადგური, რამაც ქალაქში გადაადგილების პრობლემა შექმნა. უმეტეს ქუჩებში კილომეტრიანი საცობებია შექმნილი.
მეტროს თანამშრომლების ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას და 2013 წლის სახელფასო ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.
თბილისის მერი კახა კალაძე კი მეტროს მემანქანეებს შანტაჟში ადანაშაულებს. მერია ხელფასის მატების შესახებ მემანქანეთა მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.
მისივე ინფორმაციით, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.