დღეს დილიდან ოპოზიცია პარლამენტის ბლოკირებას ცდილობს.
„ევროპული საქართველოს“ და მოძრაობა ,,სირცხვილიას” წევრები საკანონმდებლო ორგანოს შესავლელის პიკეტირებას და სირცხვილიას კორიდორს აწყობენ.
როგორც მედიის ცნობილია დეპუტატების ნაწილი დილით ადრე შეიყვანეს.
ადგილზე მობილიზირებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
უმცირესობა საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე საარჩევნო მოდელი სრულად პროპორციულ სისტემაზე არ გადავა.