ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს, ჩვენი ორგანიზმი განაგრძობს მუშაობას. დუნდება და ემზადება მომავალი დღისთვის, აღიდგენს ძალებს.
ძილის პირველი საათი – სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა ორმაგდება, სხეულის ტემპერატურა ეცემა.
ძილის მეორე საათი – სხეული კიდევ უფრო მეტად დუნდება, მაგრამ ყოველ უჯრედში უკვე მიდის აღდგენითი სამუშაოები.
ძილის მესამე საათი – ტვინი იწყებს მთელი დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას და ამ დროს ვიწყებთ სიზმრების დანახვას.
ძილის მეოთხე საათი – ყველა ორგანო ისვენებს, გარდა ღვიძლისა. ის ცდილობს, ორგანიზმი გაწმინდოს დაგროვებული შლაკებისაგან.
ძილის მეხუთე საათი – ორგანიზმი საბოლოოდ დუნდება, პულსი და სუნთქვა ძალიან გაიშვიათებულია. არტერიული წნევა კი დაბალ ზღვარზეა.
ძილის მეექვსე საათი – ტვინს მიეწოდება სისხლის მინიმალური რაოდენობა. ამიტომ არაა მზად გაღვიძებისთვის. თუმცა ამ დროს ნებისმიერ უმნიშვნელო ხმასაც კი შეუძლია მისი გაღვიძება.
ძილის მეშვიდე საათი – თირკმელები ისვენებს, კუნთები მოდუნებულია, ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, მაგრამ ორგანიზმი უკვე მზადაა გასაღვიძებლად.
ძილის მერვე საათი – თირკმელზედა ჯირკვლები იწყებენ სისხლში ადრენალინის ჰორმონების აქტიურად გაშვებას და გულისცემა ხშირდება. ორგანიზმი უკვე ემზადება გასაღვიძებლად, თუმცა ცნობიერება ისევ მოდუნებულია.
ძილის მეცხრე საათი – იმუნური სისტემის ვარსკვლავური საათი. უკვე დროა გრილი შხაპის მიღების.