“დაუშვით დროშები, დაუშვით დროშები,
დღეს დედასამშობლომ დაკარგა გმირები,
ნუთუ მშრომელები არ ვღირვათ გროშები,
ნუთუ ჩვენ არა ვართ სამშობლოს შვილები?!
ოჯახებს ვუდექით შინ სინდის-ნამუასდ,
გარეთ სამშობლოსთვის ვიდექით ფარებად,
ახლა უფრო მეტად ვჭირდებით ერთმანეთს,
რომ ერთად ვირეკოთ განგაშის ზარებად.
გაფრთხილდით, გაფხიზლდით, თვალი გაგვისწორეთ,
ნუ დგახართ სირცხვილში შეკრული მუშტებით,
თორემ აივსება მოთმენის ფიალა
და დაგიბრუნდებით მშრომელთა მუშტებით.
დღეს დედასამშობლომ დაკარგა გმირები,
რა გვიღირს სიცოცხლე, ნუთუ ეს გროშები?!
დედები, ცოლები, ობოლი შვილები,
გმირების სახელზე დაუშვით დროშები”.
ეს ლექსი რამდენიმე დღის წინ ტყიბულში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულ მეშახტეებს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოსვლისას ერთ-ერთმა გამომსვლელმა იოსებ ციცქიშვილმა მიუძღვნა.
დარბაზში განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო და ამ დრომდე ხმაურით მიმდინარეობს.