მეორე დღეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოტი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მეწყრული პროცესები სოფელში გუშინ დაიწყო და ცენტრალური საავტომობილო გზა ჩახერგა. გვიან ღამით კი, მეწყერი სოფლის შემოვლით გზაზეც ჩამოწვა.
ზოტში სპეციალური ტექნიკა გუშინ დილიდან მუშაობს და იმედოვნებენ, რომ გზის გაწმენდა დღეს მოხდება.
აღსანიშნავია, რომ სოფელს არც ელექტროენერგია მიეწოდება _ სტიქიის შედეგად თითქმის სრულად არის განადგურებული ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები, რომლის აღდგენითი სამუშაობი უკვე დაწყებულია.