პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, 27 აპრილამდე დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება, _ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ექნებათ შესაძლებლობა დილის 6 საათიდან 8 საათამდე, ანუ 2 საათის განმავლობაში და საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე, ანუ 1 საათის განმავლობაში გადაადგილდნენ ამ სამუშაოების საწარმოებლად.
გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები(არაუმეტეს 3 პირი პირბადით).
ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და რეგიონული შტაბები განახორციელებენ შესაბამისი ნებართვების გაცემას.