ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე, რომელიც “ქართული ოცნებიდან” რამდენიმე დღის წინ გარიცხეს და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით სარგებლობს, პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება ბოიკოტს უცხადებს.
მისივე თქმით, ამის შესახებ შეტყიბინება, პარლამენტის თავმჯდომარეს WhatsApp-ის საშუალებით გაუგზავნა, რომელშიც დაკონკრეტებულია, რომ სხდომას პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ესწრება:
“ბატონო არჩილ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გაცნობებთ, რომ ჩემი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატის, პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს ვაცხადებ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე.
შესაბამისად, არ დავესწრები დაგეგმილ პლენარულ სხდომას”, _ აღნიშნულია თალაკვაძისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, რომელიც გეგიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.