რესტორნების მენიუებში ადამიანებს მალე საშუალება ექნებათ, არჩევანი საქონლის და მცენარეულ ხორცს შორის გააკეთონ. ამის შესახებ ინფორმაციას WEFORUM ავრცელებს.
ექსპერტების თქმით, განვითარებად ქვეყნებში, სადაც ადამიანებს დიდი მოთხოვნა აქვთ ხორცზე და რძის ნაწარმზე, რომელიც პროტეინს მაღალი დოზით შეიცავს უნდა მოიძებნოს გზა, რომელსაც გარემოზე ნაკლები ზემოქმედება ექნება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ტრადიციული ხორცის მოხმარება მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში აღმოიფხვრება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, 2050 წლისთვის კლიმატის ცვლილებების გამო 10 მილიარდზე მეტმა ადამიანმა კალორიების და ცხოველური ცხიმების მოხმარების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ეფექტურად აისახება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 80% ცხოველების საკვების გასაზრდელად გამოიყენება, გარდა ამისა, მეცხოველეობის ინდუსტრია მსოფლიო მტკნარი წყლების 10%-ს იყენებს, ამასობაში კი დედამიწის სათბური გაზების ემისია გაუტყევრებას იწვევს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე კომპანია ტექნოლოგიებს მცენარეული ხორცის დასამზადებლად უკვე ავითარებს.
ალტერნატიულ გზებს 750 მილიარდის ღირებულების საქონლის ხორცის ბაზრის მსხვილი მწარმოებელი კომპანიებიც ეძებენ.
ამერიკის შეერთებული შტატებში ხორცის გადამამუშავებელმა უმსხვილესმა კომპანიამ TYSON FOODS-მა 150 მილიონი დოლარის ფონდი შექმნა, იაფი, ალტერნატიული პროტეინის წყაროების და მცენარეული ხორცის წარმოების განსავითარებლად.
ამავდროულად, ბილ გეიტსმა, რიჩარდ ბრანსონმა California’s Memphis Meats-ში, რომელიც „სუფთა“ ფრინველის, ძროხის და ღორის ხორცის პროდუქციას აწარმოებს, კაპიტალდაბანდება გააკეთეს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტის, ლორენცო ჯიოვანი ბელიუს თქმით, ქვეყნები კვლავ შეძლებენ ხორცზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას თუ საკვებ სისტემაში ცვლილება მოხდება.