ხვალიდან შეზღუდვების შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის, კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებოდ შექმნილმა უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.
8 ივნისიდან ცვლილება შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რესტორნებს, სასტუმროებსა და ვალუტის გადაცვლის ჯიხურებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით: ხვალიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და გადაადგილებას შეეძლებენ უკვე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები თუ ავტობუსები. სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან კვლავ აკრძალული დარჩება.
ასევე, ორშაბათიდან რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაცვა: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება და ა.შ.
8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.