მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგი არის თვალსაჩინო. შემცირებულია ვირუსის გავრცელება და ვითარება არის დასტაბილურებული, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და მიღწეულ შედეგს გაფრთხილება სჭირდება.
„24 დეკემბრიდან 22 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ გახორციელდეს, იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს იყო დაგეგმილი.
ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში. თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში.
ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებენ აგრარული ბაზრები მხოლოდ იმ პირობით, რომ დაიცავენ რეკომენდაციებს“,_ განაცხადა ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.