მარკ ცუკერბერგი და ახალგაზრდებს შემდეგი ხუთი წიგნის წაკითხვას ურჩევს.
“რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი, ხოლო ზოგი – ღარიბი” – დარონ ანჩემოღლუ და ჯეიმს რობინსონი, 2012 წელი
რატომ ღარიბდებიან ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა ზიმბაბვე, კონგო და სომალი, მაშინ როცა სხვები პირიქით პროგრესირებენ და მდიდრდებიან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ავტორები 15 წლის განმავლობაში ავითარებდნენ პოლიტიკურ ეკონომიკურ თეორიას.
“გენომი: სახეობის ავტობიოგრაფია 23 თავში” – მეთ რიდლი, 1999 წელი
მეთ რიდლი გვაწვდის გენეტიკის განვითარების სრულ ისტორიას და ადარებს მას რევოლუციას.
“რაციონალური ოპტიმისტი” – მეთ რიდლი, 2010 წელი
წიგნი ეძღვნება მოსაზრებას, რომ მიუხედავად არსებული კრიზისებისა და დროებითი წარუმატებლობისა, კაცობრიობას კარგი პერსპექტივები აქვს.
მეთ რიდლი წერს, რომ ადამიანები ვითარდებიან მხოლოდ მაშინ, როცა ერთად მუშაობენ.
“რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება” – უილიამ ჯეიმსი, 1902 წელი
ამ წიგნის ავტორი მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსია. რელიგია აქ განიხილება არა როგორც სოციალური ინსტიტუტი, არამედ როგორც ინდივიდის გრძნობების, ქმედებებისა და გამოცდილების ერთობლიობა.
“საუკეთესო ჩვენში” – სტივენ ფინკერი, 2011 წელი
სტივენ ფინკერი თვლის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მშვიდ დროში. ის განმარტავს, თუ რატომ შემცირდა ძალადობა წლების განმავლობაში. „Facebook“-ის დამფუძნებლის აზრით, ავტორი კარგად ხსნის მიმდინარე პროცესებს და გვთავაზობს იდეებს, თუ როგორ გავაგრძელოთ ეს ტენდენცია.
ავტორი