საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით, მიიღო უკანონო ზომები ამერიკული კომპანიის „ჯორჯიან ემერიქენ ელოიზის“ (GAA) წინააღმდეგ, რითაც ხელი შეუშალა მის შვილობილ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ მანგანუმის მადნის მოპოვების და ფეროშენადნობის წარმოებაში. შედეგად აშშ-ს ფოლადის მწარმოებლებს ნედლეულის მიწოდება შუფერხდათ, _ ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„შვიდი დღის გასვლის შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ საქართველოს მთავრობას ღიად ამცნო ორგანიზაციის მზადყოფნა, რომ სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მიმართავდა საერთაშორისო დახმარებას, 2017 წლის 11 მაისს მთავრობამ ამის საპასუხოდ ხელში ჩაიგდო „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობაზე სრული კონტროლი.
მთავრობის მიერ განხორციელებულ არამართლზომიერი და უკანონო ქმედებები შემდეგში მდგომარეობს: 1. მთავრობის მიერ განხორციელებული ქონების ხელში ჩაგდება/ექსპროპრიაცია; 2. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მოიპოვა სასამართლოს ცალმხრივი ბრძანება „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის განთავისუფლების და მის ნაცვლად მთავრობის მიერ შერჩეული დირექტორის (სპეციალური მმართველის) დანიშვნის შესახებ. 3. საქართველოს მიერ საერთშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებით, სასამართლომ შეცვალა „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი და უსაზღვრო უფლებამოსილებით აღჭურვა ახალი დირექტორი (სპეციალური მმართველი), რომელიც მისივე გადაწყვეტილებით სარგებლობს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამეთვალყურეო საბჭოს ნაცვლადაც; 4. კომპანიის უცხოელ აქციონერთა ინტერესების სრული იგნორირებით (რომლებიც ფლობენ წილის უმრავლესობას), მთავრობამ დანიშნა ახალი დირექტორი (სპეციალური მმართველი), რომელიც ახლო კავშირში იმყოფება და კერძო ინტერესები გააჩნია აქციონერთა იმ ქართულ ჯგუფთან, რომელიც GAA-ს საკუთრების უმნიშვნელო წილს, 4%-ს ფლობს; 5. საქართველოს სასამართლო არ მოქმედებს დამოუკიდებლად და უგულვებელყოფს სამართლიან პროცესის წარმართვას; 6. უკანასკნელ პერიოდში „ჯორჯიან მანგანეზი“ მოწმე გახდა არაერთი უსამართლო პროცედურული განხილვის თუ არსებითი დადგენილების, რაც დაუფარავ ეჭვს აჩენს საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში. 7. საქართველოს მთავრობამ იგნორირება მოახდინა არა ერთი ორმხრივი თუ მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების პირობებისა, რითაც უხეშად დაარღვია ევროპის კონვენცია ადამიანთა უფლებების შესახებ; 8. „ჯორჯიან მანგანეზს“ დაეკისრა 82 მილიონი აშშ დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების გადახდა; 9. დაკისრებული ვალდებულება უსამართლოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვიანობის პრინციპებს და საწარმოო სტანდარტების პრაქტიკას; 10. „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანასური აუდიტი ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის PwC-ის (PricewaterhouseCoopers) მიერ. ამის გარდა მათ მიერ პერიოდულად მზადდება დასკვნები კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებზე და სატრანფერო ფასწარმოქმნაზე; 11. მეორე საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ E&Y (Ernest&Young) თავის მხრივ შეისწავლა და წარმოადგინა დასკვენები სატრანსფერო ფასწარმოქმნაზე (transfer pricing)-E&Y(ავსტრალია) ასევე საფუძვლიანად შეისწავლა მადნის მოპოვების პროცესებიც; 12. ვერც PwC-მ და ვერც E&Y ვერანაირი საფუძველი ვერ ნახა თუ რისთვის უნდა დაეკისროდა კომპანიას ჯარიმები; 13. გარემოს დაცვის რეგულაციების ბოროტად გამოყენებით და სხვა მანიპულაციებით კომპანიისთვის დაკისრებულ იქნა 160 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა; 14. ასეთი სახის სამართლებრივი დევნა ყოვლად გაუაზრებელია და უსამართლოდ აღსრულებული; 15. რამდენიმე წლის წინ „ჯორჯიან მანგანეზმა“ საკუთარი ინიციატივით საქართველოს მთავრობას მიმართა თხოვნით, ნებართვა მიეცათ განეხორციელებინა 25 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობაზე ჭიათურაში, რაც მთლიანად აღმოფხვრიდა გარემოზე მავნე ზემოქმედებას; 16. საქართველოს მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში განზრახ ბლოკავდა კომპანიის მიერ ინიცირებულ საინვესტიციო პროექტს და ამით ამჯობინებდა გარემოსდაცვითი დარღვევები გამოყენებინებინა შემდგომ უსამართლო ჯარიმების დასკისრებლად.
რატომ არის ეს პრობლემა ასე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის?
1. GAA ფეროშენადნობების ერთ–ერთი მსხვილი მიმწოდებელია აშშ–ს ფოლად მწარმებლთათვის (150,000 – 200,000 ტონა წელიწადში); 2. არ არსებობს მანგანუმის მადნის შიდა რესურსი აშშ–ში, რაც მთავარი ნედლეულია ფეროშენადნობების საწარმოებლად; 3. მარტივად რომ ითქვას: ფოლადს მაგანუმის შენადნობის გარეშე ვერ აწარმოებ; 4. თეთრ სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ ფოლადის მარაგი მნიშვნელოვანი საკითხია აშშ–ს უსაფრთხოებისთვის. აშშ–ს ფოლადის მარაგთან დაკავშირებული რისკი კვლავაც შეისწავლება კომერციის დეპარტამენტის მიერ აშშ–ს პრეზიდენტის უშუალო დავალებით http://edition.cnn.com/2017/04/20/politics/trump-steel-national-security/. 5. ფეროშენადნობების მარაგი მნიშვნელოვანი საკითხია აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოებისათვის.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური კომპანიის – განსაკუთრებით მსხვილი წარმოების მიმართ ქვეყანაში განხორციელებული აგრესიისა და უკანონო ქმედების ერთ–ერთი უკანასკნელი მაგალითია.
ყაზახეთის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ და ორმა ჰოლანდიურმა ენერგოკომპანიამ უკვე განაცხადა პრეტენზია საქართველოს მხრიდან საერთაშორისო კანონისა და ხელშეკრულების დარღვევის შესახებ.
ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის მარტში შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში ყველაზე ყურებადი სამაუწყებლო ტელევიზიის „რუსთავი 2“-ის ქონებრივი უფლებების გადაცემის შესახებ მთავრობასთან დაახლოებულ პირზე.
მაშინ, როცა რეიტინგები მოწმობს, რომ საქართველო ეს ის ქვეყანაა სადაც ეკონომიკური თავისუფლება და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოა – რეალური ვითარება საკმაოდ განსხვავებულია.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იქნა გადაყენებული, საქართველომ აშშ–გან 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. ეს პერიოდი აღინიშნა საბჭოთა ხანის დასასრულად საქართველოში.
ცოტა ხნის წინ, 2017 წლის 4 მაისს მსოფლიო ბანკმა საქართველოს 47.2 მილიონი ევროს ოდენობის სესხი დაუმტკიცა ეკონომიკის რეფორმის მხარდასაჭერად -http://agenda.ge/news/78903/eng
GAA-სა და „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელთა განცხადება კი ასეთია:
ჩვენი კომპანია უმსხვილესი დამსაქმებელია ქვეყანაში და ბოლო დრომდე პოზიტიური ურთიერთობა გვქონდა საქათველოს მთავრობასთან. „ჯორჯიან მანგანეზმა“ მისი დაფუძნებიდან, ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა ქართველებისთვის.
სამწუხაროდ, უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღნიშნული მისწრაფება შერყეულია და ჩვენ გავხდით მსხვერპლნი ისეთი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არ მოიაზრება არც საქართველოს კანონმდებლობაში, არც საერთაშორისო სამართალში და არც საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილი საქართველოში, ისევე როგორც კანონის უზენაესობა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და აშშ–ს ნედლეულით მომარაგება მისი ფოლადის წარმოებისთვის, რაც აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან ამ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, რათა „ჯორჯიან მანგანეზმა“ შეძლოს სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად შესრულება.
კომანიის სტრუქტურა და მისი საქმიანობა ასეთია:
„ჯოჯიან ემერიქენ ელოიზ“ (“GAA”) – ამერიკული კომპანიაა, რომელიც შტატ დელავერში დაფუძნდა და სათავო ოფისი მდებარეობს მაიამიში. კომპანია ფლობს ფეროშენადნობების ქარხნებს დასავლეთ ვირჯინიასა და კენტუკიში.
GAA 100%-ით ფლობს საქართველოში მდებარე შვილობილ კომპანიას „ჯორჯიან მანგანეზი“ (“GM”).
„ჯორჯიან მანგანეზი“ უმსხვილესი კერძო საწარმოა საქართველოში, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 5,500 თანამშროემლი. „ჯორჯიან მანგანეზს“ განხორციელებული აქვს ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში კაპიტალურ ხარჯებისა და საწარმოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის.
GAA საკუთარი წარმოების ფეროშენადნობებით ამარაგებს შემდეგ კომპანიებს: 1. Nucor, რომელიც არის უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში; 2. Gerdau – long steel ფოლადის უმსხვილესი მწარმოებელია ამერიკის კონტინენტზე; 3. Commercial Metals – ფოლადისა და ლითონის მწარმოებელი ტეხასში და S&P400-ში შემავალი კომპანია“, _ აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება შპს “ჯორჯიან მანგანეზში”, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და სასამართლოს თანხმობით სპეციალური მმართველი შეეყვანა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს განხორციელებული დათვალიერების შედეგად.
“გაირკვა, რომ მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოასწორა კომპანიამ, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში
ამავე თემაზე:
რა მძიმე დარღვევები გამოავლინეს “ჯორჯიან მანგანეზში” და ვინ დანიშნეს სპეციალურ მმართველად