ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მამათში თოვლის წმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
“ასევე, ენერგო პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფი ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს ატარებს”, – გვითხრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის უფროსმა მაკა სულაბერიძემ.
სოფელ მამათში ამ წუთებში იმყოფება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სოფელ მამათში თოვლის საფარი 60-სმ-ს აღემატება.