მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ დარეჯან ბურჭულაძე ლანჩხუთში მმართველ გუნდს საარჩევნო პროცესზე არაპირდაპირ ზეწოლაში ადანაშაულებს.
„ერთი შეხედვით ლანჩხუთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და დარღვევებს ადგილი არ აქვს. თუმცა, ფაქტია, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურს.
ყველა საარჩევნო უბანი მოვიარე დღეს და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ახორციელებს მმართველი გუნდი ამომრჩეველზე არაპირდაპირ ზეწოლას. სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან არიან მობილიზებული, ამომრჩევლები უბნებამდე მოჰყავთ მანქანებით, სამარშუტო ტაქსებით“, _ ამბობს ბურჭულაძე.
ა(ა)იპ-ების თანამშრომლების მობილიზება „გურია ნიუსმაც“ დააფიქსირა ქალაქის #2 საარჩევნო უბანთან.