უკრაინული თოქ-შოუ „პულსის“ ეთერში პარტია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის” თანათავმჯდომარემ, ვადიმ რაბინოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოში რეფორმები კახა ბენდუქიძემ ჩაატარა, სააკაშვილს კი რეფორმებთან კავშირი არ ჰქონია.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც სააკაშვილს რეფორმებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. რეფორმები კახა ბენდუქიძემ ჩაატარა. სააკაშვილი კი ოპოზიციას ჩაგრავდა, ხალხს კლავდა, ტელეკომპანიებს მფლობელებს ართმევდა, კერძოდ, „იმედი“ და ბევრი სხვა. როცა ხალხი აუჯანყდა პოლიცია გამოიყვანა“, – ამბობს რაბინოვიჩი.