განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს რაგბის კავშირის ერთობლივი პროექტის “ჩაერთე რაგბიში 2.0“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გოგონათა შორის ტაგ რაგბის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების მე-5-მე-6 კლასის მოსწავლეები. პროექტი მიზნად ისახავს გურიისა და აჭარის რეგიონებში სასკოლო რაგბიში ჩართული ბავშვებისთვის ადგილობრივ სარაგბო კლუბებზე წვდომის უზრუნველყოფას და სპორტის ამ სახეობაში გოგონათა ჩართულობის გაზრდას. მონაწილეები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved