The Times of Israel-ის ინფორმაციით, იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსის გამომწვევ შტამს ადამიანის კანზე დარჩენა 9 საათის განმავლობაში შეუძლია, რაც გრიპის გამომწვევ შტამის დროზე 5-ჯერ მეტია.
”ვირუსის შტამი, რომელიც იწვევს COVID-19-ს, ადამიანის კანზე ცხრა საათს შეიძლება დარჩეს, რის შედეგადაც შეიძლება გაზარდოს კონტაქტის გადაცემის რისკი გრიპთან შედარებით, რაც აჩქარებს პანდემიას”, – ნათქვამია სტატიაში.
მეცნირების თქმით, კორონავირუსის და გრიპის ვირუსის ინაქტივირება 15 წამში ეთანოლის გამოყენებითაა შესაძლებელი, რომელსაც იყენებენ ხელის გამწმენდებში, ამიტომ აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა.