საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ბოლო ორ წელიწადში საწარმოო უბედური შემთხვევებისას დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი.
2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა.
აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.