ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგ ჰომ გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა ძაღლის ყეფას შეადარა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას განადგურებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ის ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებს საფრთხეს შეუქმნის.
„არსებობს ასეთი გამოთქმა მაშინაც კი, როცა ძაღლი ყეფს, აღლუმი გრძელდება. თუ ტრამპმა იფიქრა, რომ ძაღლივით იყეფებს და შეგვაშინებს, მაშინ ის მართლა ოცნებებში გაერთო“, _ აცხადებს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი.
როგორც ცნობილია, მიუხედავად გაეროს მიერ დაწესებული აკრძალვებისა, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის პროგრამირების განვითარებას განაგრძობს.
ექსპერტების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ საოცრად სწრაფ პროგრესს მიაღწია რაკეტების და ბირთვული პროგრამის განვითარებაში.