არსებობს მეცნიერება-ნუმეროლოგია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებში. ითვლება, რომ თითოეულ ციფრს თავისი ენერგეტიკა და ხასიათი გააჩნია, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამა თუ იმ ციფრის მიმართ არსებული შიში ცრურწმენებით უფრო აიხსნება, ვიდრე თავად ამ ციფრის ენერგეტიკით.
მაგალითად, ჩინეთსა და ჰონგ-კონგში ციფრ 4-ის წარმოთქმას ერიდებიან, რადგან კანტონურ დიალექტზე ოთხი დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც სიტყვა “სიკვდილი”, რა თქმაუნდა ნამდვილად არაა სასიამოვნო დღეში რამდენჯერმე “სიკვდილის” წარმოთქმა, ამიტომაც ერიდებიან 4-ს. რეალურად კი ამ ციფრს დადებითი ენერგია აქვს და არაფერი აკავშირებს სიკვდილთან.
ახლა კი თითოეული ციფრის მნიშვნელობა:
1-სიახლე, გახსნილობა, ენერგია, სწრაფვა ახალი წამოწყებებისადმი
2-პარტნიორობა, ბალანსი, სტაბილურობა, თანამშრომლობა
3-ოჯახი, შემოქმედება, თვითგამოხატვა
4-იგივე, რაც 3
5-ცვლილებები და თავგადასავლები
6-მოთმინება, ზრუნვა, პრაქტიკულობა
7-მარტოსულობა, მომწიფება, პირადული ზრდა
8-ბარაქა, სიმდიდრე და აღორძინება
9-მიღწევა, კმაყოფილება და წარმატება
0-სიცარიელე, საწყისი და დასასრული
დანარჩენი რიცხვები უბრალოდ ამ ციფრების კომბინაციაა. თუ რიცხვში ციფრი მეორდება, მაგ:-22, 333-ეს ნიშნავს, რომ ამ ციფრის ენერგია ძლიერდება, ხოლო თუ რიცხვის ბოლოში 0 დგას ის ენერგიას მრავალჯერ აძლიერებს.