ოზურგეთის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, იქ, სადაც ქალაქის მერიის დავალებით გაზონები გადაჭრეს, საკრებულოს წევრები იმყოფებიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას თქმით, მათი იქ ყოფნის მიზანი ამ პროცესის შეჩერებაა, რომელიც ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წამოიწყო.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, დეპუტატები მერიის პასუხისმგებელ პირს და განმარტებებს ელოდებიან
“ქართული ოცნების” დეპუტატების პროტესტს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო ქათამაძეც შეუერთდა. ქათამაძის თქმით, გაზონების ასე გაჩეხვა არასწორია და შესაბამისმა პირებმა პასუხიც უნდა აგონ.