ირანი დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლას კრძალავს. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აკრძალვის მიზანი ისლამურ რესპუბლიკაში დასავლური კულტურის შემოჭრის დასრულებაა.
ხელისუფლებამ ასევე შესაძლოა ინგლისურენოვანი კლასები გააუქმოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ირანში საშუალო სკოლაში ინგლისური ენის შესწავლას 12-14 წლის ასაკში იწყებენ. ზოგიერთ დაწყებით სკოლას ასევე აქვს ინგლისური კლასები.
გავრცელებული ცნობით, ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა იზრდება ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რაც ხელისუფლების განცხადებით, უცხოელმა მტრებმა გამოიწვიეს.
როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციებზე, რომელიც ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სახელისუფლებო შენობებსა და პოლიციაზე თავდასხმის დროს.