სოციალური ქსელი „ტვიტერი“ მომხმარებლებს პაროლის შეცვლას სთხოვს.
როგორც კომპანია აცხადებს, პაროლების შენახვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, თუმცა, პაროლების გაჟონვა ან ბოროტად გამოყენება არ მომხდარა.
„სიფრთხილის მიზნით, გთხოვთ შეცვალოთ პაროლი ყველა სერვისზე, სადაც ის პაროლი გაქვთ მითითებული, რაც „ტვიტერზე“, _ ამბობენ კომპანიაში.