https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას ემყარება ოზურგეთელ პარტიულ ლიდერთა და ახალი მოძრაობის დაფუძნების მსურველთა განცხადებები

12:10; 16.10.2019
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოზურგეთში მოქმედი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, როგორც თავად აღნიშნავენ, განსაკუთრებით ემზადებიან ამ არჩევნებისთვის. შეინიშნება სხვადასხვა აქტივობები. ხელისუფლების საქმიანობის მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, ხშირად ისმის პოზიტიური შეფასებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გამო, თუმცა, ამას, ძირითადად, საკუთარ აქტივობას და “გავრილოვის ღამედ” წოდებული, 20 ივნისის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.

ოპოზიციური პარტიების გარდა, აქტივობა იგრძნობა ისეთი ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ახლა აპირებენ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას და როგორც თავად ამბობენ, “აქვთ ამბიცია, მამულიშვილური სიტყვა თქვან”.

_ წინასაარჩევნო წელია და პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისა და ახალი პოლიტიკური სპექტრის ჩამოსაყალიბებლად. პარტიები შეეცდებიან, ღირსეული ადამიანებით შეავსონ სია და ქმედითი, რეალური პროგრამები შესთავაზონ მოქალაქეებს. მოლოდინი დიდია. დიახ, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული, ახალი და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პარლამენტი. იქმნება შტაბი. ვივსებით ახალი შემადგენლობით, ვგეგმავთ სამოქმედო, მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებს. მომხრეები და თანამოაზრეები გვყავს, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებთ არჩევნებში მიღებული პროცენტული რაოდენობის დასახელებისგან _ “საქმემან ჩვენმა წარმოგვაჩინოს”, _ კომკავშირული პატაკივით მოგვაწოდა საკუთარი აზრი “ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რეზი ხუნდაძემ, რომელიც 23 წლისაა და არც გაემტყუნება ენთუზიასტის პოზიციაზე ყოფნა.

რა ხდება “ევროპული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შემადგენლობაში?

_ ბოლო არჩევნებში ჩვენმა პარტიამ ოზურგეთში ხუთი ათასამდე ხმა მიიღო. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო დიდი აქტივობაა. უფრო სწორად, ჩვენ არასდროს ვჩერდებით _ სულ გავდივართ ხალხში, ქალაქში, სოფლებში. ვეცნობით, რა საკითხებია მოსაგვარებელი, რა უჭირს ხალხს, ხშირად საკრებულოს სხდომებზეც ისმება საკითხები ჩვენ მიერ მიწოდებული პრობლემების შესახებ. ასევე, პარლამენტშიც კი გაჟღერდა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, როცა გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 7 მილიონი დარჩა აუთვისებელი. ამ თანხით შეიძლებოდა პენსიონერებისთვის 30-ლარიანი დანამატის გაკეთება, თუმცა, ვერასდროს მივაღწიეთ, რომ საპენსიო დანამატის ფონდი შეგვექმნა. სამომავლოდ მაინც ვეცდებით. რას ვაკეთებთ ახლა? 15 სექტემბერს იყო ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ საპარლამენტო სიის ფორმირების წესი. ეს ძალზე საინტერესოა და ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჯობს, სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა ვმუშაობთ სოფლების და ქალაქის პირველად ორგანიზაციებთან მომავალი არჩევნებისთვის კომისიის წევრების, კოორდინატორების და აგიტატორების შერჩევასთან დაკავშირებით. ამ წუთში ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ვიბრძვით იმისთვის, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და მხარი დავუჭიროთ კოალიციური მთავრობის შექმნას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ძალისმიერ, რევოლუციურ სცენარებს ხელისუფლების შესაცვლელად და მხარს ვუჭერთ მისი მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლას. ჩვენი განცხადება ემყარება ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას, რომელიც ხალხთან ერთად მივიღეთ და სამომავლოდ საქმის უკეთესობისკენ შესაცვლელად უნდა გამოვიყენოთ, _ გვითხრა “ევროპული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ გოგოტიშვილმა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის პოზიტიური ნაბიჯი, რასაც მხარს უჭერენ, თუმცა, თქვა ისიც, რომ მთავრობა “გავრილოვის ღამის” შემდეგ იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა.

_ ჩვენმა პარტიამ შეაგროვა 200 ათასზე მეტი ხელმოწერა, სწორედ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, ითხოვდნენ სხვა პარტიებიც. შეგვეძლო ბევრად მეტი ხელმოწერის შეგროვება, თუმცა, აღარ გახდა საჭირო, _ თქვა გოგოტიშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში უფრო კატეგორიული არიან და მიიჩნევენ, რომ “მმართველ ძალას _ “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ჯიბეში ჰყავს ჩასმული მოსყიდული ამომრჩეველი”:

_ პროპორციული არჩევნების წესზე გადასვლას ვეთანხმებით და მოგვწონს, მაგრამ ისე არა, როგორც პარლამენტმა გადაწყვიტა. ამავე დროს უნდა ყოფილიყო ბარიერი და ასევე, სავალდებულო არჩევნები, როცა მოქალაქე ვალდებული იქნებოდა, მისულიყო არჩევნებზე და გამოეხატა თავისი ნება. ახლა “ოცნებას” და “ნაცებს” ჯიბეში ჰყავთ ჩასმული 150-ლარიანი აქტივისტები და ყველა არჩევნებზე ასე გადიან ფონს, ხმის მისაცემად კი მოქალაქეთა 60 პროცენტი არ მიდის. სწორედ ამ არმისვლას დაუსვამდა წერტილს სავალდებულო არჩევნები. ამ წუთებში ჩვენ ვაქტიურობთ სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ყველგან გვბლოკავენ. განსაკუთრებით _ ცენტრალური ტელევიზიები. ან იმ დოზით უშვებენ ეთერში ლეიბორისტთა ლიდერების გამოსვლებს, რამდენადაც თავად აძლევთ ხელს. მხოლოდ ფეისბუქსივრცე, სოციალური ქსელია ჩვენთვის ხელმისაწვდომი. ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ვერასდროს პროგნოზს ვერ გააკეთებს, რამდენი ადამიანი მოგვცემს ხმას და ეს იმიტომ, რომ ჯიბეში არ გვყავს ჩასმული ელექტორატი. ყოველთვის ვართ ამომრჩევლის და ღვთის ნებაზე. 22 წელია, ასე ვართ და ვერავინ იტყვის, რომ ამომრჩეველი ფულით მოვისყიდეთ. პროგნოზზე რა გითხრათ?! ვერ გეტყვით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვიქნებით, თუმცა, ვიბრძოლებთ კოალიციური მთავრობის შექმნისთვის. ჩვენი მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან ერთად, სულ იქნება სავალდებულო არჩევნები, რომელიც გამორიცხავს მოსყიდვას, ძალადობას და შანტაჟს ამომრჩეველზე. როცა მოქალაქე კანონით იქნება ვალდებული, წავიდეს არჩევნებზე, რაც დაკანონებულია, როგორც ევროპაში, ისე აზიის ქვეყნებში, გაყალბება გამოირიცხება, _ გვითხრა “ლეიბორისტული პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დათო მამალაძემ, რომელიც ამავდროულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ გვითხრა, რომ ახლა დრო არ აქვს და საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო სამზადისზე უახლოეს მომავალში გვესაუბრება.

პარტიების გარდა, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ახალი მოძრაობის დასაფუძნებლად ემზადებიან და ამბობენ, რომ აუცილებლად ექნებათ სამოქმედო გეგმა, საკუთარი კონცეფცია ქვეყნის განვითარების შესახებ, თუმცა, აკეთებენ მკვეთრ განცხადებებსაც, რა იქნება მათი მოძრაობის მთავარი მიზანი.

ოზურგეთელი ლევან ჯინჭარაძე, რომელიც ახლა ბათუმში ცხოვრობს, პროფესიით ეკონომისტია, 13 წლის განმავლობაში ნოვოსიბირსკში ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა და 2012-14 წლებში ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი იყო, ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები უახლოეს პერიოდში აპირებენ, დააფუძნონ ახალი მოძრაობა, რომელიც მამულიშვილებით დაკომპლექტდება (ლევან ჯინჭარაძე შპს “კომბინირებული საკვები გრანულების” დამფუძნებელია, რომელიც, მისი თქმით, “თი ბი სი ბანკმა” უსამართლო გზით გააკოტრა. ამის შესახებ ორი თვის წინ წერდა “გური ნიუსი”. ავტ.):

_ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავაფუძნოთ ახალი მოძრაობა და მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. უპირველესი მიზანი ისიც იქნება, რომ მამუკა ხაზარაძეს და მის “ლელოს” დავხვდეთ ყველგან, სადაც მივლენ და დავუსვათ კითხვას, კონკრეტულად, რა პოლიტიკური განაცხადით მოდიან ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, აჭარა-გურიის რეგიონში. მე მქონდა საწარმო, როგორიც არავის გაუკეთებია მას შემდეგ, რაც 250-მილიონიანი სახელმწიფო დაიშალა. ხაზარაძემ ეს უსამართლო დამოკიდებულებით დამინგრია. ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები ვქმნით მოძრაობას, საიდანაც შევეცდებით, კორექტულად, არგუმენტირებულად ავუხსნათ საქართველოს მოსახლეობას, რატომ არ უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში ხაზარაძე და მისი გუნდი, მათ იდეოლოგიური შეუთავსებლობა აქვთ ჩვენს სამშობლოსთან. საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ მათ არ უნდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება და ამას არგუმენტებით დავასაბუთებთ. ჟოლოთი და მოცვით აშენებული ქვეყანა ვინ ნახა?

მილიონები იხარჯება არაფრისმომცემ პროექტებში. მარტივად რომ ვთქვათ, მიწის ხვნას და სერიოზულ საქმის კეთებას არავინ აფინანსებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარებისთვის საჭიროზე მეტი ბიუჯეტი აქვს, თუმცა, უმეტესად არაფრისმომცემ პროექტებში იხარჯება. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, _ ამბობს ლევან ჯინჭარაძე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთში მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები აქტიურობენ და სურთ ახალი მოძრაობის დაფუძნება, თუმცა, მათ ამჯერად აღნიშნულის შესახებ საუბარი არ ისურვეს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება _ ირაკლი კობახიძე

10:08; 23 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან, სახელმწიფო მხარში დაუდგება”- სარჯველაძე

10:58; 20 დეკემბერი, 2025

„ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019-ში მიიღებს მონაწილეობას (R)

შვიდსულიანი ოჯახი, რომელსაც ქვეწარმავლებით სავსე სახლში უწევს ცხოვრება, დახმარებას ითხოვს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025
სამართალი

“გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ, მფარველობდა” _ რატომ დააკავეს ლილუაშვილი

11:36; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს: რას ედავება საგამოძიებო უწყება სუს-ის ყოფილ უფროსს? – ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში

11:31; 23.12.2025
პოლიტიკა

აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება _ ირაკლი კობახიძე

10:08; 23.12.2025
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

10:07; 23.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

10:03; 23.12.2025
ზაფრანი

როგორ გადავარჩინოთ გაფუჭებული საჭმელი?

9:59; 23.12.2025
ზაფრანი

რა ხდება ორგანიზმში ყავის მიღების შემდეგ

9:57; 23.12.2025
ზაფრანი

მათთვის, ვინც დიეტაზეა

9:55; 23.12.2025
ზაფრანი

რომელი სახეობის თევზი უნდა მივირთვათ

9:54; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო