თბილისში, ვარაზისხევის ქვაფენილი შესაძლოა ასფალტით შეიცვალოს_ამის შესახებ დღეს, დედაქალაქის მერმა განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ვარაზისხევზე ასფალტის დაგების შემთხვევაში საფეხმავლო გზის გაფართოებაც იქნება შესაძლებელი, თუმცა, მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას აზრი უნდა hკითხოს.
„ვარაზისხევზე დღეს არის ქვაფენილი, რომელიც ძალიან ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა, უბრალოდ, ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის ნაცვლად გაკეთდეს თანამედროვე, ევროპული ტიპის ასფალტი. ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობასაც. მგონია, რომ ჯერ ერთი ხმაურია, მტვერი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ამიტომ, პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. საფეხმავლო გზის გაფართოებაც იქნება შესაძლებელი“, _ ამბობს კალაძე.