ქალაქ რაქაში დაღუპული ან დაპატიმრებული “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტის მეუღლეები, გამოცემა RT-ს, მათ ცხოვრების წესებზე უყვებიან.
ერთ-ერთი ტუნისელი ქალის თქმით, როდესაც ტერორისტს ოფიციალური ცოლი მოყავს, მას არ იტაცებენ, არამედ ისინი ოფიციალურად მიდიან მერიაში და საქორწინო კავშირს ამტკიცებენ. “თუ შენი ქმარი მოკლეს, შენ უბრალოდ მიყვები ცოლად სხვას, ნათესავების თანხმობით და თვითმხილველების თანდასწრებით”, – აღნიშნავს ტუნისელი.
ლიბანელი ნურ ალ-ჰუდა, სირიაში ქმართან ერთად ჩავიდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ “ისლამური სახელმწიფო” არც ისე ცუდია, თუმცა ადგილზე გაირკვა, რომ ყველაფერი საშინელებაა. “რომ მცოდნოდა, რა იყო ისლამური სახელმწიფო, ქმარს არ გავყვებოდი”, – დაამატა ალ-ჰუდამ.
ქალების თქმით, მათ უფანჯარო ოთახებში კეტავდნენ. მათ შვილებს ბატონები დაემართათ, თუმცა ექიმთან წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
ტუნისელი ჰადიჯა აღიარებს, რომ ტერორისტებს სექს-მონებიც ჰყავთ, რომელსაც ისინი ყიდულობენ ან ერთმანეთს ჩუქნიან. მისი თქმით, ეს ქალები ძირითადად უფრო მეტ ყურადღებას იღებენ და ტერორისტები მათზე უფრო ზრუნავენ. მონა ქალის ფასი 10 ათასიდან 30 ათას დოლარამდე მერყეობს.
“კაცებს, თავისი მონა-ქალები უყვარდებათ და შემდეგ ცოლებს ყურადღებას აღარ აქცევენ”, – აცხადებს ჰადიჯა.
ქალები აღიარებენ, რომ ტერორისტების მეუღლეებს შორის არიან ისეთი ქალები, რომლებსაც ყველაფერი მოსწონთ და ერთადერთი რამ რაც მათ აღაშფოთებს არის ის, რომ მათი ქმრები ძვირიან საჩუქრებს კონკურენტ ქალებს ჩუქნიან.