ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უშიშროების საკითხებში,მაიკლ ფლინი აღიარებითი ჩვენების მიცემისთვის იმუნიტეტს ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის დაზვერვის კომიტეტში აცახდებენ, მათ ფლინისგან იმუნიტეტის მოთხოვნის შესახებ თხოვნა ჯერ არ მიუღიათ.
მაუწყებლის ინფორმაციით, კომენტარი ჯერ თეთრ სახლშიც არ გაუკეთებიათ.
როგორც ცნობილია, ფლინმა თანამდებობა რუსეთთან ფარული კავშირში დადანაშაულების გამო საკუთარი სურვილით დატოვა.
მისი განცხადებით, ხელისუფლებას რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა.
ამავე თემაზე:
აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში თანამდებობიდან გადადგა