არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება ,,აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ევროკავშირის წევრობამდე“ და მოუწოდეს მთავრობას, რომ საქართველოს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყოვლისმომცველი უწყებათაშორისი საგზაო რუკის შემუშავება დაიწყოს. ამის შესახებ, ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“ ორგანიზაბით გამართულ კონფერენციაზე განაცხადეს. დოკუმენტს, ხელი რეფორმების ასოციაციამ, პოლიტიკის ინსტიტუმა და ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველომ“ მოაწერა.
ღონისძიებოს მონაწილეებმა, ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო ვალდებულებები ევროინტეგრაციის გზაზე და ბრიუსელის, 24 ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებზე იმსჯელეს.
კონფერენციაზე მოხსენებები, ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“ დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა, უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ წაიკითხა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ, ევროკავშირი დარჩა ასოცირებული ქვეყნების ევროპული მისწრაფებების ერთგული და ეს სამიტის დეკლარაციაშიც აისახა.
,,საქართველო სამიტზე წარსდგა, როგორც წარმატებული ქვეყანა, რაც ცალსახად იქნა აღნიშნული ევროპული პარტნიორობის მხრიდან. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ვისაუბროთ უფრო მეტ ამბიციურ ნაბიჯებზე, რათა დავუახლოვდეთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რაც არის ევროკავშირის წევრობა“ – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხაზი გაუსვა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და მადლობა გადაუხადა მათ ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობისათვის.
,,ჩვენ მიგვაჩნია 2017-2020 წლების დღის წესრიგი, ძალიან ამბიციურია და საქართველოს მთავრობა მზად არის გააკეთოს კიდევ უფრო მეტი იმისთვის, რომ გადავდგათ მეტი ნაბიჯები ევროპისკენ. ჩვენ ამ ნაბიჯებს ვდგამთ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით. ასოცირების დღის წესრიგი შემუშავდა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. დღევანდღელი ღონისძიება სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ სამიტის შედეგები და შევჯერდით შემდგომ ნაბიჯებზე“ ,_განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განმარტებით კი, ბრიუსელის სამიტის 34 ქვეყნის დეკლარაცია, წარმოადგენს კონსესუსს, ამ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში აღიარებულია ევროპული მისწრაფებები, პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორცილების კუთხით.
,,პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი განვიხილეთ. ჩვენ პირველი შეფასება მივეცით ამ ღონისძიებას. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შევაფასოთ სამიტი პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის სამიტის შედეგები, განსაკუთრებით პრაქტიკულ ჭრილში. ვისაუბრეთ იმ ახალ რესურსებზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს ბიზნესის, მცირე და საშუალო საწარმოების განვიათრებისთვის და ინსფრასტრუქტურული მშნებლობებისთვის. ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს რესურსები. რაც შეეხება სამიტის დეკლარაციას, მინდა აღვნიშნო, რომ ეს 34 ქვეყნის დეკლარაცია, წარმოადგენს კონსესუსს ამ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში აღიარებულია ევროპული მისწრაფებები, პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით. პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ასოცირების განვითარება“,_ აღნიშნა ჰერმანმა.
ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს გაიმართა. სადაც, სამიტის დეკლარაცია იქნა მიღებული. სამიტი, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და თავს უყრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს.
სამიტზე მიღებული დეკლარაციის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ხელს უწყობს მონაწილე ქვეყნებს დაუახლოვდნენ ევროკავშირს; დეკალარიციის მიხედვით ევროკავშირი აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს, ასევე ყურადღებას ამახვილებს დაფინანსების ახალი ინსტრუმენტის შექმნაზე და წარმოადგენს 20 სარგებელს, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ეტაპობრივად მიიღებენ 2020 წლამდე.
სამიტის წინ, საქართველომ და ევროკავშირმა დაამტკიცეს ასოცირების დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შემუშავდება.
სამიტის წინ ევროკავშირმა ასევე გამოაქვეყნა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში, სადაც საქართველო წარმოდგენილია, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა, თუმცა იქვე არის ჩამონათვალი იმ რეფორმებისა, რომელიც საქართველოს უნდა განეხორციელებინა და ამ დრომდე არ არის დასრულებული.