იორდანია ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად არ სცნოს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი აღნიშნულ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს ესაუბრა.
თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს საჯაროდ ჯერ არ გამოხმაურებია.
როგორც აიმან საფადი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება სახიფათოა.
„მსგავსი გადაწყვეტილება მუსლიმი სამყაროს აღშფოთებას გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის სამშვიდობო ძალისხმევას“,_ამბობს ის.
გავრცელებული ცნობით, იორდანიის სგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხებზე მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის, საფრანგეთის და თურქეთის პრეზიუდენტებსაც ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ცნობილია, ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმი 1967 წელს დაიპყრო.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით ტერიტორია ოკუპირებულად ითვლება.