https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას სთხოვენ სკოლის მოსწავლეები პროკურატურის და შსს-ს წარმომადგენლებს

12:12; 7.12.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

„გავერთიანდეთ და ერთად ვუთხრათ არა ძალადობას!“ _ ეს იყო დღეს, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ გამართული შეხვედრის თემა, რომელიც მედიასახლ „გურია ნიუსის“ და გურიის ახალგაზრდული გაზეტის „21-ს ქვევით“ ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრის მოდერატორები ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის მოადგილე მახლაზ სირაძე, პროკურორი ნიკა მახარაძე; გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე სერგი ბზიშვილი და ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსი ზურა მუჯირიშვილი იყვნენ.

ღონისძიებას, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ჩოხატაურის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.

სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ძალადობის ფორმებზე, მოსალოდნელ შედეგებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე ვრცლად ესაუბრნენ.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო.

ისინი მოდერატორების პირადი გამოცდილებით და სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ.

ისაუბრეს ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებზეც:

_ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გისმენთ და უკვე ვიცი, რომ ჩხუბს, ძალადობას გულგრილად არ უნდა ჩავუარო. ვიცი, რომ ხმა უნდა ამოვიღო. თუმცა, მხოლოდ ჩემი აქ ცოდნა საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ასეთი ტიპის საგანმანათლებო ტრენინგებს უფრო მეტი ინტენსივობით უნდა ტარდებოდეს და მხოლოდ ქალაქის სკოლებით არ უნდა შემოიფარგლოს, _ აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომლებსაც სხვებიც დაეთანხმნენ და პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სთხოვეს, ასეთ თემებზე სასაუბროდ ყველა სკოლაში მივიდნენ.

ანალოგიური თხოვნა მოდერატორებს პედაგოგებმაც გადასცეს და აღნიშნეს, რომ მსგავს შეხვედრებს მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც უნდა ესწრებოდნენ:

_ ჩემი მოსწავლეობის, სტუდენტობის დროს არ ტარდებოდა ასეთი ტიპის შეხვედრები. ჩვენ სხვანაირად ვიზრდებოდით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ განათლება ჩვენგან _ მშობლებიდან უნდა დაიწყოთ, _ აღნიშნა შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა მშობელმა.

მოსწავლეების თქმით, აუცილებელია, რომ სკოლებში ფსიქოლოგები მუშაობდნენ:

_ ფსიქოლოგები ყველგან უნდა იყვნენ. ასევე, აუცილებელია მანდატურების მუშაობაც. ჩოხატაურში მხოლოდ ერთ სკოლაშია მანდატური. რატომღაც სოფლის სკოლებს ნაკლები ყურადღება ექცევა. არადა, იქაც სწავლობენ ბავშვები, იქაც არის პრობლემები, _ აღნიშნეს მოსწავლეებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებს იმ სკოლების კონკრეტული სიაც გადასცეს, სადაც მათი თქმით მსგავსი ტრენინგების ჩატარება აუცილებელია.

ამავე შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ სკოლის საპირფარეშოებში უფროსკლასელები მარიხუანას ეწევიან, რაც სხვებისთვის წახალისებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების თქმით, პოლიცია სკოლებში ვერ შევა და ასეთი ფაქტების არსებობის შესახებ მათ მანდატურმა ან სკოლის ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა შეატყობინონ.

ამავე შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს; უფრო ხშირად უნდა ესაუბრონ ერთმანეთს და კონფლიქტი არა ძალადობით, არამედ საუბრით გადაჭრან.

ითქვა ისიც, რომ ძალადობა ძალადობით არ აღმოიფხვრება და ამიტომ, პრობლემაზე ყველამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, რომ მსგავსი ტიპის ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებმა ერთად ჩაატარეს.

უნდა ითქვას  ისიც, რომ ჩოხატაურელ მოსწავლეებს პირველად მიეცათ შანსი ძალოვანი უწყების თანამდებობის პირებისთვის პირადად დაესვათ ის შეკითხვები, რომლებიც მათ აქვთ.

შეხვედრის დასასრულს იმედი გამოითქვა, რომ ასეთი შეხვედრა კიდევ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ის მოსწავლეები მიიღებენ, რომლებმაც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს.

გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2 მარტი, 2026

გიორგი გახარია: კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს უფრო ეფექტური

ოპოზიციამ და "ოცნების" დეპუტატების ნაწილმა სამთავრობო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

ყველა სიახლე

საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026
პოლიტიკა

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ

20:48; 2.03.2026
მსოფლიო

აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

20:39; 2.03.2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2.03.2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2.03.2026
პოლიტიკა

„ომი გინდათ?“ – ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს” _ ნინო წილოსანი

17:37; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
0

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო