ე.წ. “ციანიდის საქმის” მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების შესახებ იუწყება.
“2017 წლის 7 ოქტობრიდან ჩემს ცხოვრებაში იწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი! ჩემო ძვირფასო და საყვარელო მეგობრებო, თუ კი თქვენთვის როდესმე მცირეოდენი სიხარული, სიყვარული და თანადგომა გამომიხატავს, მთელი გულით მინდა, რომ გულწრფელად გაიზიაროთ ჩემი ბედნიერება! გამიგია, რომ თავისუფლად შეიძლება ერთ ნემსის წვერზე დაეტიოს ბევრი ადამიანის სიხარული და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენი გულები ჩემს ბედნიერებას გაიზიარებს”, _ წერს ირაკლი მამალაძე სოციალურ ქსელში.