მომავალ კვირას ლონდონში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილე აღინიშნება, თუმცა, სამიტამდე გაერთიანებული სამეფოს სერვისების ინსტიტუტი (Rusi) ჩატარებულ კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ნატოს ალიანსს არტილერიისა და საბრძოლო მასალის კრიტიკული დეფიციტი აქვს და არ შეუძლია სანდო დამცველის პოზიციის შენარჩუნება.
კვლევის მიხედვით, ნატოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა რუსეთის ჯართან შედარებით კრიტიკულია და ინტენსიური სამხედრო კონფლიქტის განვითარების შემთხვევაში საეჭვოც კი, რომ დომინანტობა შეძლოს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ნატოს საბრძოლო მასალისა და სატრანსპორტო საშუალებების დეფიციტი აქვს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არტილერიის მოდერნიზაცია გადაუდებელი და კრიტიკული პრიორიტეტია.
BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოც, ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შესაჩერებელ სამხედრო მზადყოფნაშია ჩართული, მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
ამჟამად ბრიტანეთის 800 სამხედრო განთავსებულია ესტონეთში.
როგორც მკვლევარები ამბობენ, დიდია ესკალაციის საფრთხე და არც ბრიტანეთის შეიარაღებული ჯარების მდგომარეობაა კარგი.
თუმცა, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანა ნატოსთან ერთად მუშაობს და ალიანსი კარგად არის აღჭურვილი სხვადასხვა სახის მისიებში წამყვანი როლის შესასრულებლად.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “ნატო კვდება” და მწუხარება გამოთქვა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ალიანსის მხარდაჭერის შემცირების გამო.