„ეკლესიის პროტესტმა საქართველოში კანაფის კანონპროექტი შეაჩერა“_ ამ სათაურით ეხმიანება BBC საქართველოში კანაფის მოყვანისა და მის ექსპორტზე გასატანი კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
საქართველოს მთავრობამ ეკლესიის საპროტესტო აქციების შემდეგ სამედიცინო კანაფის კულტივიზაციის დაკანონების ნაბიჯები შეაჩერა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლება დაჩქარებულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.
„ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ საზოგადოების ინფორმირებას, შემდეგ კი ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება“_განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „კანაფის კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველა ნარკოტიკზე დაწესებული შეზღუდვები შემცირდება“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სამედიცინო მარიხუანას მოყვანა და ექსპორტი მკაცრად გაკონტროლდება, ხოლო ქვეყანაში მარიხუანას გაყიდვა დარჩება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.
კანონპროექტის შესახებ ცნობილი ზაფხულის დრამატული საპროტესტო აქციების ფონზე გახდა, რომელიც, როგორც აქტივისტები ამბობენ, ღამის კლუბებში პოლიციის გამიზნულმა რეიდებმა გამოიწვია.
აქციების მიღმა კი ლიბერტარიანულმა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ დაიწყო იურიდიული გამოწვევა ნარკოტიკების დასაკანონებლად და საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის პირადი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გააუქმა.
„ლგბტ პროპაგანდა“
ხელისუფლება უარყოფს ანტი-ლგბტ ქმედებებს, მაგრამ ეკლესიისთვის და მისი მოკავშირეებისთვის ნარკოტიკების ირგვლივ გაჩენილი კითხვები გეი უფლებებს უკავშირდება.
როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძე BBC-ისთან საუბრისას ამბობს, ლგბტ პროპაგანდა ხელს უწყობს ნარკოპოლიტიკის რადიკალურ ლიბერალიზაციას, რაც ეკლესიურ სწავლებას ეწინააღმდეგება.
როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, ილია მეორემ, ქადაგებისას განაცხადა, კანაფის გაშენების შესახებ კანონპროექტმა უფროსი ეპისკოპოსების შეშფოთება გამოიწვია.
„ხელისუფლებამ საჭიროა აიღოს პასუხისმგებლობა. ის არ უნდა გადაეცეს კერძო სექტორს. თუ ასე მოხდება, რთული იქნება გაკონტროლება და წამალდამოკიდებულები საზღვარგარეთიდან დაიწყებენ ჩამოსვლას თავისუფალი მოხმარების გამო“,_განაცხადა მან.
კანონპროექტის გასაპროტესტებლად ასობით ეკლესიის მიმდევარი შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კანონპროექტი შეეჩერებინა.
„ვკარგავთ ბავშვებს“
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისინი აკეთებენ მხოლოდ იმას, რასაც პატრიარქი უბრძანებს, კერძოდ პასუხისმგებლობის იღებს, მაგრამ წყალი უფრო მღვრიეა ფულისგან.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველომ მომავალი 2 ან 3 წლის განმავლობაში შეიძლება 384 მილიონი დოლარი გამოიმუშავოს კანაფის ექსპორტზე გატანით.
„რა სარგებელს მოიტანს ეკონომიკა თუ ჩვენ, ჩვენს შვილებს დავკარგავთ?“_განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.
ეკლესიამ აიძულა შეჩერება, მაგრამ ხელისუფლება კანონს ადრე თუ გვიან მიიღებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი აქტუალური საკითხია და პარლამენტი მას მომავალ კვირას დაუბრუნდება.
ხელისუფლებისთვის სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პროტესტი შეწყდეს. ერთი რამ, რაზეც ეკლესია და სამოქალაქო ლიბერტარიანელები თანხმდებიან, ისაა, რომ კანაფის მოყვანა შეიძლება მოხდეს იურიდიულად და გაიყიდოს ნარკოტიკებისთვის განკუთვნილ სახლში.
„კანაფი კანონიერია და მისი მოპოვების გზა უნდა იყოს სამართლებრივი. მარიხუანას წარმოება უნდა გახდეს ჩვეულებრივი ბიზნესი“,_აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.