მცხეთის ჯვრის მონასტერი EURONEWS-ის ობიექტივში მოხვდა.
როგორც მაუწყებელი წერს, თბილისიდან 20 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ მცხეთასთან ახლოს ჯვრის მონასტერი მდებარეობს, საიდანაც ზღაპრული ხედები იშლება.
ის მე-6 საუკუნეში აშენდა, იმ ადგილას, სადაც საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმინდა ნინოს ხის ჯვარი აღიმართა.
„მონასტერი მნიშვნელოვანი ადგილია მომლოცველებისთვის და 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია“,_ამბობს ‘Postcards’ _ის რეპორტიორი, კლაუდიო როსმინო.
„ჯვარი აშენებულია შესამჩნევ ადგილზე, მთის თავზე და 2 მდინარის შესართავთან“.
მონასტრის არქიტექტურა ქვეყანაში მდებარე ბევრი სხვა ეკლესიის მაგალითია.
„ჯვრის მონასტერი განსაკუთრებული ისტორიული ძეგლია საქართველოს ისტორიაში და ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის უკავშირდება ქვეყანაში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეაფასოთ საოცარი არქიტექტურით, სულიერებით და ლანდშაფტით“,_ამბობს თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი, ბუბა კუდავა.