თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების შეფერხება NEWS.AZ-ის ობიექტივში მოხვდა.
მაუწყებლის ცნობით, აეროპორტი მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო.
როგორც NEWS.AZ “რუსთავი 2”-ზე დაყრდნობით წერს, აეროპორტის პარალიზება კომპიუტერული პროგრამის ხარვეზმა გამოიწვია.
გავრცელებული ცნობით, აეროპორტის თანამშრომლებს მგზავრების დარეგისტრირება ხელით უწევდათ.
მაუწყებლის ცნობით, შეფერხების გამო სტამბულის, მიუნხენის, ვარშავის, კიევის და დუბაის მიმართულებით ავიარეისები 3-4 საათის დაგვიანებით შესრულდა.
როგორც NEWS.AZ წერს,თბილისის აეროპორტში მგზავრთა შორის “ახალი საქართველოს” ლიდერიც იმყოფებოდა.
როგორც აეროპორტში აცხადებენ, პრობლემა უკვე მოგვარებულია.