BBC-ის ინფორმაციით, პოეტ პაბლო ნერუდას გარდაცვალება სიმსივნეს არ უკავშირდება.
როგორც ცნობილია, ის 1973 წელს გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვალების მიზეზად კი პროსტატის კიბო დასახელდა.
თუმცა, ცოტა ხნის წინ, პოეტის ყოფილმა მძღოლმა განაცხადა, რომ ნერუდა საიდუმლო სამსახურმა მოწამლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ექსპერტები ჩატარებული ახალი კვლევის შედეგად ადასტურებენ, რომ პოეტის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე არ გამხდარა, თუმცა, ნამდვილ მიზეზს ჯერ ვერ ასახელებენ.
გავრცელებული ცნობით, 16-მა საერთაშორისო ექსპერტმა დაასკვნა, რომ სიმსივნე რომელიც პოეტს წლების განმავლობაში ჰქონდა სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
როგორც ცნობილია, ნარუდა ჩილეს პრეზიდენტის სალვადორ ალედეს ახლო მეგობარი და მხარდამჭერი იყო.
არაიას თქმით, გარდაცვალებამდე პოეტი ამბობდა, რომ მას ძილში ინექცია გაუკეთეს.
გარდაცვლილი პოეტის ყოფილ მძღოლს ეჭვი არ ეპარება, რომ ნარუდა მოკლეს.