ამ წუთებში, ლანჩხუთში, “ქართული ოცნების” აქტივისტი ნუგზარ ცინცაძე პრესკონფერენციას მართავს.
როგორც ცინცაძემ პრესკონფერენციაზე თქვა, ლაჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი მერიის სამსახურის უფროსებს ყოველთვიურად თანხის შეგროვებას სთხოვს საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიასთვის”.
ცინცაძის ამ განცხადებას დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან.
_ ტყუილია ეგ! რა ზღაპარს ჰყვები?! თავად თუ მოგწონს რასაც ამბობ? გამოვიდნენ ის სამსახურის უფროსები, ვინც ეგ გითხრა და თითონ თქვან, _ ამბობდნენ ისინი.