https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

13:03; 15.03.2017
ჟურნალისტური გამოძიება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა _ ესენი ის პირები  არიან, რომლებსაც ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი,  გონივრული ეჭვის საფუძველზე, საკუთარი ქონების იძულებით დათმობისა და დაკარგვის საქმეში ჩართულ  მხარეებად ასახელებს.

საქმე ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მიწის ნაკვეთებს ეხება, რომელიც ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის განცხადებით, იძულებით, ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში, 2006 წლის 4 ნოემბერს,  საკუთარი განცხადების საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო. განცხადების დაწერიდან ცოტა ხანში კი, ქონება გასხვისდა და ის რამაზ ახვლედიანის ბიზნესპარტნიორის მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ საკუთრებაში გადავიდა, რომელსაც დღემდე ეს კომპანია ფლობს.

ქონებაზე სასამართლო დავები 2015 წლიდან მიმდინარეობს. 2012 წლიდან საქმეს ასევე იძიებს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, თუმცა ძიების დასრულებამდე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

როგორ დაათმობინეს ბიზნესმენს წლების განმავლობაში შეძენილი ქონება, ამაზე „გურია ნიუსი“ უკვე წერდა სტატიაში _  შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I.

ვაგრძელებთ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიების მასალების შემდეგი ნაწილის გამოქვეყნებას – რატომ არ ჩათვალა სასამართლომ დავით კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება მტკიცებულებად და რა ბერკეტები დარჩა ბიზნესმენს სამართლიანობის მისაღწევად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2012 წლის 27 ნოემბერს, საქართველოში პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, რამაზ ახვლედიანმა საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვა. საქმე ამ დრომდე ძიებაშია.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, 2015 წლის 12 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანმა სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად ეცნოთ  საქართველოს

პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2006 წლის 10 ნოემბრის №713 განკარგულება, რამაზ ახვლედიანისათვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში.

ამავე წლის 17 ნოემბერს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის განჩინებით, რამაზ ახვლედიანის სარჩელი წარმოებაში მიიღეს და საქმის განხილვაც დაიწყო.

მოგვიანებით, საქმეში მესამე პირად ჩართეს „ლისი ლეიქ დეველოპმენტიც“, რომლის დამფუძნებლებიც რამაზ ახვლედიანის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორები არიან.  როგორც „გურია ნიუსი“ უკვე წერდა, 2006 წლის 14 ივლისს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა „ტურისტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბა“-ს მიერ 1998წლამდე ფაქტიურად დაკავებულ ტერიტორიას, პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში რამაზ ახვლედიანს გადაეცა, ხოლო 267 ჰა არასასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“, აღნიშნული კომპანიის ბიზნეს-პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე.

პრეზიდენტის განკარგულებით, განსაზღვრული პირობები უნდა შესრულებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე. კერძოდ, უნდა დაწყებულიყო ლისის ტბის რეაბილიტაციის პროცესი, უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება, ლისის ტბის კომპლექსის განვითარების აქტის მომზადება, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ პირობების უმეტესობა უკვე შესრულებული იყო, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები. პრეზიდენტმა ახალი განკარგულების მიზეზად დაასახელა ბიზნესმენის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, თუმცა,  აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც რამაზ ახვლედიანის მხრიდან ყველა პირობა უკვე შესრულებულიყო იყო და 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებითვე აღიარებული ამ პირობების შესრულების საბოლოო ვადაც – 2006 წლის 31 დეკემბერი, ჯერ დამდგარი არ იყო.

რამაზ ახვლედიანის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ როდესაც პირობების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა ჯერ ისევ არსებობდა, ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარეც, ვადის გასვლამდე მსჯელობა, რომ ბიზნესმენმა რომელიმე ვალდებულება არ შეასრულა, წარმოადგენდა უსაფუძვლოს და უკანონო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, სასამართლოს აღნიშნულზე უნდა ემსჯელა.

თუმცა, საწინააღმდეგოს ფიქრობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე, რომელმაც 2016 წლის 27 ოქტომბერს, რამაზ ახვლედიანის საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და პრეზიდენტის 2006 წელს გამოცემული განკარგულება ძალაში დატოვა. ქონება კი, კანონიერად გასხვისებულად მიიჩნია.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმების მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და ურთიერთშეჯიბრების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული“, _ აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საქმეში არსებული მასალების განხილვისა, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რამაზ ახვლედიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოსამართლემ თავისი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, მხარეს არ მისცა შესაძლებლობა სრულფასოვნად წარმოედგინა საქმესთან შემხებლობაში არსებული მტკიცებულებები და მოწმის სახით დაკითხულიყვნენ ადამიანები, რომელთა მონაწილეობითაც, ბიზნესმენს 2006 წელს ქონება დაათმობინეს.

მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ 2016 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე, არ დააკმაყოფილა არც ერთი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა ცალკეული საჯარო მოხელეების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორების მოწმის სახით დაკითხვას.

კერძოდ, რამაზ ახვლედიანმა ითხოვდა მოწმის სახით დაკითხულიყვნენ  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, საქართველოს პრეზიდენტი 2004–2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი 2005–2013 წლებში, გიგი უგულავა, მაშინდელი ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და გამომძიებლები, ნოტარიუსი, რომელთანაც ღამის საათებში მოხდა იძულების შედეგად დათმობილი ქონების და ბიზნესის გადაფორმება. მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა დაუსაბუთებლობისა და საქმესთან შემხებლობის არქონის მოტივით, არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მოგვიანებით მიიღო მოსამართლემ, აღნიშნულია, რომ რამაზ ახვლედიანმა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო  თავად განაცხადა უარი ქონების საკუთრებაში მიღებაზე, ამიტომ „სასამართლო თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო მის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის დადგომამდე გამოეცხადებინა თავისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად“.

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზეპირსიტყვიერ ახსნა-განმარტებას სადავო  ქონებაზე უარის თქმის განცხადების იძულების წესით დაწერასთან დაკავშირებით.

„ასევე დაუსაბუთებელია  გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად იმ გარემოებაზე აპელირება, რომ რამაზ ახვლედიანმა სადაო ქონებაზე უარი თქვა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ვინაიდან აღნიშნული სცდება დავის საგანს. მით უმეტს რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დადასტურება რამაზ ახვლედიანზე უშუალოდ ამ განცხადების დაწერის მიზნით რაიმე სახის იძულების განხორციელების ფაქტისა.

სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის დროისათვის რამაზ ახვლედიანის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება გასხვისებულია და საჯარო რეესტრის მონაცემებით, მის მესაკუთრეს წარმოადგენს სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“, _ ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ეთანხმებიან საქმეში მხარეებად ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“. როგორც მხარეებმა სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში აღნიშნეს, რამაზ ახვლედიანის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ამიტომ ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რაც მოგვიანებით, სასამართლომაც გაიზიარა.

ამასთან, აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, 2006 წლის 4 ნოემბრამდე, სანამ ახვლედიანი სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთარ ქონებას დათმობდა, მასზე ფინანსურ პოლიციაში საქმე აღიძრა. ამის შესახებ ახვლედიანსაც აცნობეს და რამდენჯერმე პოლიციაში დაიბარეს კიდეც. მოგვიანებით, 2006 წლის 4 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ახვლედიანმა ქონება სახელმწიფოს დაუთმო დევნა შეწყდა, თუმცა, ამის შესახებ მისთვის არავის უცნობებია და 2013 წლამდე ეგონა, რომ მის მიმართ ძიება კვლავ მიმდინარეობდა. თუმცა, სასამართლომ არც ამ საკითხზე იმსჯელა – ხომ არ იყო კავშირი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასა და  რამაზ ახვლედიანის იძულებით ქონების დათმობას შორის.

რამაზ ახვლედიანის ადვოკატი გიორგი ნასყიდაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ახვლედიანზე იყო ზეწოლა რეჟიმის მხრიდან, რის გამოც, განცხადება დააწერინეს იძულებით“.

„სასამართლოში წარვადგინეთ დოკუმენტები, რომ 2006 წელს, რამაზ ახვლედიანზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეს რომ ზეწოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, დიდი ლოგიკა არ სჭირდება. საქმე თურმე შეწყდა 2007 წელს, მაგრამ ამის შესახებ ახვლედიანს არ აცნობეს და მას შემდეგ გავიგეთ 2016 წელს, რაც პროკურატურიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. ამ დოკუმენტებზე მოსამართლემ არ იმსჯელა.  მოსამართლემ პირდაპირ თქვა, წადით, სისხლის სამართლებრივი ფორმით იდავეთ და იქ როცა დაადგენს გამოძიება რომ თქვენს მიმართ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, მაგის მერე მოდით, პროკურატურის დადგენილება მოიტანეთ და ვიმსჯელებ ამ საკითხზეო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ აჩერებს ადმინისტრაციულ  და სამოქალაქო სამართალწარმოებებს. გამოდის, რომ  რამაზ ახვლედიანს უნდა გაეშვა პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და შემდგომში საერთოდ ვეღარ შეძლებდა დავის დაწყებას.

2006 წლის 1 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანს გაუგზავნეს წერილი რომ აღეწერა სს „ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ლისის ტბის“ ქონება. 2006 წლის 4 ნოემბერს კი მან განცხადება დაწერა და ქონება დათმო. ამ განცხადების დაწერა რომ სდომებოდა ახვლედიანს, სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ხომ არ დაელოდებოდა?

გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობდა იმ კუთხით, რომ იკვლევდნენ რამაზ ახვლედიანის მიერ ეს ქონება როგორ იქნა შეძენილი. სახელმწიფოს რომ ქონება კანონიერად დაებრუნებინა და განცხადება არ დაეწერა ახვლედიანს, გამოძიება ხომ მაინც უნდა გაგრძელებულიყო? თუ დანაშაული ჩაიდინა ამ ქონების შეძენაში, მაშინ ის ბოლომდე არ უნდა მისულიყო?! ამაზე არ იმსჯელა მოსამართლემ, რაც უკვე პროცესუალური დარღვევაა. ამ დოკუმენტებზე რომ მოსამართლეს თვალი არ დაეხუჭა, უკუშედეგს ვიღებდით. გამოდიოდა რომ რამაზ ახვლედიანზე არსებობდა საეჭვო მოქმედება  სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც თვითონ სახელმწიფოს ორგანოები ვერ აბათილებენ. არადა, ახვლედიანზე იყო ზეწოლა რეჟიმის მხრიდან, რის გამოც, განცხადება დააწერინეს იძულებით, ეს კი ავტომატურად იწვევს პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობას“, _ აღნიშნავს ნასყიდაშვილი.

გარდა ამისა, ადვოკატი კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს განცხადებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სახელზე რამაზ ახვლედიანმა დაწერა მან სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო 10 მილიონიანი ქონება. მაგრამ არცერთი დაწესებულება, რატომ თმობდა ახვლედიანი ამ ქონებას.

„არც მერია, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ინტერესდება და არ აკეთებს მოკვლევას. შემთხვევით, ბოდიში და პასტა ხომ არ წაგიცდაო?! ევროპული პრეცედენტების მიხედვით კი ასეთი გარიგება ბათილია, მიიჩნევს საეჭვო გარიგებად. ახვლედიანის შემთხვევაში კი საწინააღმდეგოდ მოხდა“, _ ამბობს ნასყიდაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რამაზ ახვლედიანმა უკვე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში თუმცა, პროცესები ჯერ არ დაწყებულა.

თავად რამაზ ახვლედიანი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ფიქრობს, რომ სასამართლო გულგრილად მიუდგა აღნიშნულ საკითხს და წარდგენილ მტკიცებულებებზე სამართლიანად არ იმსჯელა, რასაც თავისი ყოფილი ბიზნესპარტნიორების გავლენებით ხსნის.

 „დღეს მოსამართლეებს დამოუკიდებელი, თავისუფალი და კომპეტენტური გადაწყვეტილებების გამოტანის ან ეშინიათ ან არ ძალუძთ, მით უმეტეს თუ საქმე ქონებრივ დავებს ეხება. ასევე, მათზე ნებით თუ უნებლიედ მოქმედებს მოსარჩელე პიროვნებების ფაქტორები, მათი გავლენები და  მუშაობს პრინციპი – ვინმეს ისეთს არ აწყენინონ. განცდა „შინაგანი რწმენა“ ბევრისთვის ჯერ კიდევ შორს არის. ამის მაგალითად ჩემი საქმეც გამოგება.

გულსატკენი ვარ, რომ მოსამართლე დიანა ფარქოსაძე ასე გულგრილად მიუდგა საკითხს, რომელზეც დამოკიდებულია ჩემი ბედი, წარსული და მომავალი.  მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ არა თუ არ გაითვალისწინა ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელშიც დოკუმენტურად ასახული იყო ჩემს მიერ ლისის ტბის ეკოლოგიური გადარჩენისა და მისი სარეკრეაციო განვითარების მიზნით ჩატარებული სამუშაოები, არამედ უარი გვითხრა ჩვენს მიერ დაყენებულ ყველა იმ შუამდგომლობებზე, რომელიც მას, როგორც მოსამართლეს დაეხმარებოდა ჭეშმარიტების დადგენისა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებაში. მან ასევე უარი გვითხრა ყველა იმ ადამიანის მოწმედ დაკითხვაზე, რომლებთაც ამ საქმესთან  მეტნაკლები შემხებლობა ჰქოდათ.  მოსამართლე ფარქოსაძეს იმის განხილვაც კი არ უნდოდა, რომ არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ბიზნესს, რომელშიც ჩადებული იყო ოცწლიანი თავდაუზოგავი შრომა და ფინანსური რესურსები და რაც მთავარია მისი სამომავლო პერსპექტივები ასე ერთ დღეში, არა სამუშაო დღეს არ წერს განცხადებებს საკუთრების სახელმწიფოსთვის დათმობის მიზნით, იმავე დღეს, თითქმის შუაღამეს არ გარბის ნოტარიუსთან დასამოწმებლად  და რაც მთავარია, იმდენს ვერ ხვდება, რომ აღნიშნულ ბიზნესისა თუ ქონების ბაზარზე  გამოტანით რამდენჯერმე მეტ თანხას მიიღებდა“, _ ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, „მოსამართლემ, თავისი განჩინებით  სრულად გაიზიარა ჩემი მოწინააღმდეგე მხარეების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის და „ ლისი ლეიქ დეველოპმენტი“-ს მოსაზრება და პათოსი, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ბიზნესმენებზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდებოდა“.

„ქონებების სახელმწიფოსთვის უკან ჩაბარება მათზე ზეწოლის გზით იყო მითები და არა რეალობა და რომ, მე, ჩემზე განხორციელებული ზეწოლის არსებობის შემთხვევაში კეზერაშვილის უწყებისათვის 2009 წლამდე უნდა მეჩივლა“, _ ამბობს ახვლედიანი.

ამასთან, აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სასამართლოში წარდგენილი მასალებით დგინდება, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა მხოლოდ რამაზ ახვლედიანისათვის, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის შემდეგ ს.ს „ლისის ტბის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზიას როგორც დაინტერესებულ მხარეს,  განცხადებითაც კი არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოებისათვის, არც მაშინ და არც ახლა.

შესაბამისად, რამაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს საქმეში მამუკა ხაზარაძის „უმოქმედობა“ ქონების ჩამორთმევის თაობაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ის, რომ მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს  პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით იგივე საინვესტიციო პირობებითა და უფრო გამარტივებული მოთხოვნებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ქონება, მიწის ნაკვეთები, რომლის ნაწილიც წარმოადგენდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას.

ცნობისთვის, “გურია ნიუსი” აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წინა წლებშიც წერდა. 2016 წლის 18 მაისს, სტატიის მომზადებისას, ვეცადეთ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესაც  დავკავშირებოდით, თუმცა, როგორც თი-ბი-სი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, ისინი უფლებამოსილები არ არიან საქმეზე განმარტებები გააკეთონ. ჩვენი კითხვები კი “ლისი ლეიქ დეველოპმენტში” გადაამისამართეს. როგორც მოგვიანებით “ლისი ლეიქ დეველოპმენტიდან” გვაცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალური განცხადების გაკეთებას აპირებდა, თუმცა, განცხადება არ გაუვრცელებიათ. შესაბამისად, ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებზეც ვერ მივიღეთ პასუხი.

„გურია ნიუსი“ კვლავ ამზადებს წერილს, რომელსაც როგორც მამუკა ხაზარაძეს, ასევე “ლისი ლეიქ დეველოპმენტს” თავიდან გადაუგზავნის, პასუხის მიღების შემთხვევაში მათ პოზიციას უცვლელად შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება ლისის ტბის საქმეზე არსებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ჟურნალისტური გამოძიების პროცესში, „გურია ნიუსი“ მათ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

აქვს თუ არა კავშირი ლისის ტბის საქმეს სისტემურ დანაშაულთან

რა კავშირშია დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე ლისის ტბის საქმესთან

“ახალგაზრდა ადვოკატები” სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროებენ

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

21:05; 12 მაისი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

14:04; 27 აპრილი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

20:03; 29 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

10:03; 1 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

ექსკლუზივი – 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

11:02; 22 თებერვალი, 2017

ველოსიპედისტებმა GPS-ის გამოყენებით ხელოვნების ნიმუში შექმნეს

გიორგი მარგველაშვილი "ფარული მოსმენების" კანონთან დაკავშირებით ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდა

ყველა სიახლე

ფინანსები

ვალუტის კურსი 10 დეკემბრისთვის

9:51; 10.12.2025
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

9:29; 10.12.2025
პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ქვეყნის 2026 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

9:24; 10.12.2025
საზოგადოება

ინტენსიური თოვა და უამინდობა _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

9:19; 10.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურში 800 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება იწყება

20:58; 9.12.2025
ფინანსები

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19:15; 9.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:07; 9.12.2025
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

18:40; 9.12.2025
საზოგადოება

“ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა”- რას წერს “რადიო თავისუფლება”

17:28; 9.12.2025
საზოგადოება

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება – ახალი განკარგულება

16:50; 9.12.2025
ფინანსები

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

16:49; 9.12.2025
საზოგადოება

ქუთაისში საწარმო იწვის

16:36; 9.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

16:20; 9.12.2025
საზოგადოება

RSF: საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია

15:56; 9.12.2025
სამართალი

ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

15:47; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო