პრესკონფერენცია, რომელსაც “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” დამკვირვებელი ფიქრია მამარდაშვილი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მართავდა, ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საქმე ეხება სოფელ ოზურგეთის 43-ე უბანზე მომხდარ ინციდენტს. მამარდაშვილის თქმით, უბანზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. მისივე განმარტებით, სამართალდამცავები მას ხელით შეეხნენ და კამერა დაუზიანეს. თუმცა, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი კადრი მამარდაშვილმა პრესკონფერენციაზე ვერ წარმოადგინა. უფრო მეტიც, როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მასალა დამონტაჟებული იყო. მან უწყვეტი მასალის წარმოდგენაზე უარი განაცხადა. რასაც ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა. როგორც მათ აღნიშნეს, დაუშვებელია ჟურნალისტის გამოყენება მსგავსი თემების ტირაჟირებისთვის.
“ძალიან გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ჩვენს დროს მსგავსი თემებისთვის”, _ აღნიშნეს მედიის წარმომადგენლებმა და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.