ჩოხატაურში, ზოტის საარჩევნო უბნის ერთ-ერთი წევრი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა უბნიდან გამოიყვანა და პირადობის მოწმობებზე ესაუბრებოდა.
მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი დავაფიქსირეთ, კომისიის წევრი უბანზე შევიდა.
კითხვაზე _ რატომ გამოდიან უცხო ადამიანების დაძახილზე გარეთ კომისიის წევრები და რატომ არღვევენ კანონს, კომისიის თავმჯდომარემ პასუხი ვერ გაგვცა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ ახლობლის დაძახებაზე გასვლა პრობლემას არ წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ამ ფაქტის დაფიქსირებას უბნის შესასვლელ კართან მობილიზებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი არჩევანი უკვე დაფიქსირებული ჰქონდათ, პროტესტით შეხვდნენ.