https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ მიანიჭეს ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და რა შემთხვევაში შეძლებთ სარგებლის მიღებას

10:03; 21.03.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს” _ გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა”, _ ეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 18 მარტს გაავრცელა.

კანონით თუ ვიმსჯელებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ბახმაროს მოსახლეობამაც უნდა ისარგებლოს.

თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ბახმაროს ამ დროისთვის არც მოსახლე ჰყავს და უფრო მეტიც, საჯარო რეესტრში არც დაბის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კანონის თანახმად, ამ საკითხზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა იმსჯელოს, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს და სწორედ ამის შემდეგ გატარდეს საჯარო რეესტრში, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დრომდე არ მომხდარა.

ამ ყველაფერთან ერთად არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით მოქალაქეს სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ იქ, მინიმუმ, 9 თვე ცხოვრობს, რაც ბახმაროსთან მიმართებაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია _ ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე, ჯერ კიდევ რეესტრში გაუტარებელ დასახლებაში ცხოვრება, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმ, 6 თვეა შესაძლებელი.

რატომ მიანიჭეს სტატუსი ბახმაროს რეესტრში რეგისტრაციამდე, გაითვალისწინა თუ არა ხელისუფლებამ იქ არსებული პირობები და რა შანსი აქვს ბახმაროს მცხოვრებლებს კანონით გათვალისწინებული შეღავათების მიღებისა _ ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვცადეთ.

სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსის გიორგი დიდიძის თქმით, ბახმაროს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კანონიდან გამომდინარე მიანიჭეს:

“დღეის მდგომარეობით, ბახმაროს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული. ჩვენ გვქონდა საბჭოს კომისიის სხდომა, სადაც აღნიშნული საკითხი იყო განხილული, დადებითად გადაწყდა და ამის საფუძველზე უკვე საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევა ცვლილება და დაემატება ბახმარო, როგორც დასახლება, რომელსაც ექნება მინიჭებული მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. როგორც ვხვდები, გავლილი გაქვთ კანონი, რომელშიც წერია, რა შემთხვევაში ხდება მაღალმთიანის სტატუსი მინიჭება და როგორ. ამავე კანონშია ჩამოთვლილი სიმაღლეებიც _ ანუ, 1500 მეტრის ზევით არსებულ დასახლებებს, ჩვენ ავტომატურ რეჟიმში ვანიჭებთ სტატუსს.

ვინაიდან, საქართველოს მთავრობის აქტი, როგორც მახსოვს, იანვარში გამოვიდა და ბახმაროს მიენიჭა დასახლების სტატუსი, ჩვენ კანონის საფუძველზე გაგვიჩნდა ვალდებულება, რომ შესაბამისი რეაგირება მოგვეხდინა. კანონიდან გამომდინარე, გავახორციელეთ რიგი პროცედურები და ახლა ვართ უკვე ფინალურ, დასკვნით ეტაპზე, როცა მთავრობის დადგენილებაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელშიც დაემატება ბახმარო, როგორც მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე დასახლება”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას გიორგი დიდიძემ.

დიდიძე ამბობს, რომ სტატუსის მინიჭება ყველა პროცედურის გავლით მოხდა.

_ ბატონო გიორგი, ამ ეტაპზე, ბახმაროს დაბის სტატუსიც კი არ აქვს. კანონით, ეს საკითხი ჯერ საკრებულომ უნდა განიხილოს, შემდეგ რეესტრმა გაატაროს. რატომ დაასწარით იურიდიულ პროცესებს?

_ იურიდიულს ვერ დავასწრებდით. თუ ობიექტი არ არსებობს, სტატუსს ვერ მივცემდით. დაბის სტატუსის მინიჭების წესი არსებობს _ ინიცირება იწყება მუნიციპალიტეტიდან, რომელიც მიმართავს ცენტრალურ ხელისუფლებას, შემდეგ ხდება ამ საკითხის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. ეს ყველა პროცედურა გავლილია…

_ თუმცა, საჯარო რეესტრში არ არსებობს დასახლება _ დაბა ბახმარო. კოდიც კი არ არის მინიჭებული…

_ ამ ყველაფრის საფუძველი არის საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული აქტი, რომლის თანახმადაც, შეიქმნა შესაბამისი დასახლება. რაც შეეხება რეესტრს, მას აქვს ვალდებულება განკარგულებით, რომ ასახოს ეს ინფორმაცია. ტექნიკური კომპონენტია და სამართლებრივ ჩარჩოსთან არ აქვს კავშირი. კარგია, რომ გადაამოწმეთ. ჩვენც გადავამოწმეთ და უახლოეს ხანში იქნება ასახული. თუმცა, რეესტრში არასახვა არ ნიშნავს, რომ სრულფასოვანი დასახლება არ არის.

_ სრულფასოვანი დასახლება ახსენეთ, რომელიც თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ იქ ვინმე უნდა ცხოვრობდეს. ბახმაროს შემთხვევაში კი ასე არ არის. უფრო მეტიც _ იმ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომლებმაც თავის დროზე მიმართეს მუნიციპალიტეტს ბახმაროსთვის სტატუსის მინიჭების თხოვნით და იქ დასახლების უფლების მისაღებად, რეესტრი დღემდე ვერ არეგისტრირებს ბახმაროში მცხოვრებლად…

_ მესმის, რასაც ამბობთ, თუმცა, ასე უცებ არ შემიძლია გიპასუხოთ. გასარკვევია, რამდენად სწორად მიმართეს იმ მოქალაქეებმა რეესტრს…

_ ისინი ვერ მიმართავენ, რადგან დაბა არ არის რეგისტრირებული…

_ მიმართონ და გარწმუნებთ, რომ პრობლემა არ იქნება(?!).

_ თუმცა, კანონით ეს ვერ მოხდება მანამ, სანამ ბახმარო საჯარო რეესტრში არ გატარდება, როგორც დაბა და როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული. იმედია, ამ ტექნიკურ მხარეს, როგორც თქვენ უწოდებთ, მალე მოაგვარებთ. მანამდე კი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გვაინტერესებს თქვენი პოზიცია _ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი პირს ვერ ექნება, თუ იქ, მინიმუმ, 9 თვე მუდმივად არ იცხოვრებს. ეს ბახმაროსთან მიმართებაში შეუძლებელია, რადგან იქ, მაქსიმუმ, 6 თვე შეიძლება მუდმივად ცხოვრება. დანარჩენ დროს კი დიდი თოვლია _ არც გზაა და არც სხვა სახის კომუნიკაცია… ამ შემთხვევაში რა ხდება?

_ თუ მოქალაქე 9 თვე არ იცხოვრებს მაღალმთიან დასახლებაში, ის სტატუსს ვერ მიიღებს და თუკი აქვს, მოეხსნება. შესაბამისად, ვერ ისარგებლებს იმ შეღავათებით, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

_ ეს რომ ვიცით, ამიტომაც ვსვამთ ამ კითხვას _ ფაქტია, რომ ვერავინ იცხოვრებს 9 თვეს და შესაბამისად, მოქალაქე ვერ ისარგებლებს სიკეთეებით, რომელიც ამ კანონს მრავლად ახლავს. ამიტომაა საინტერესო, რა მნიშვნელობა აქვს ბახმაროსთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას?

_ ინტერვიუს დასაწყისში გითხარით, რომ კანონიდან გამომდინარე გაგვიჩნდა ამის ვალდებულება. შეიქმნა დასახლება, რომელიც 1 500 მეტრზე ზევით მდებარეობს და სტატუსიც უნდა მიგვენიჭებინა.

_ გამოდის, რომ ეს არ არის რიგით მოქალაქეებზე გათვლილი და მხოლოდ ბიზნესს მოერგება?

_ ვერ გავიგე, საით მიგყავთ საუბარი, მაგრამ ერთ რამეს დავაზუსტებ _ ზოგადად, კანონს თუ ავიღებთ, საუბარია მთის განვითარებაზე, მათ შორის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მიმართებაში, ასევე, შესაბამის პირობების შექმნასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს განვითარებას. თუ რატომ მოხდა ბახმარო ამ ჩამონათვალში, უკვე გითხარით.

_ ეს რომ კარგია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ხომ შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ რიგითმა მოქალაქეებმაც ისარგებლონ ამ სიკეთეებით?

_ თეორიულად ვისაუბროთ _ ვთქვათ, ცხოვრობს 5 ან 10 ოჯახი, რომელშიც არის 9 პენსიონერი, მათ ექნებათ პენსიაზე დანამატი, თუ ისინი იქ იცხოვრებენ 9 თვის განმავლობაში. შეიძლება იქ შეიქმნას რაღაც საწარმო და ამ შემთხვევაში არის რიგი შეღავათები. ეს კომპლექსურად, საერთო ჯამში, ქმნის გარკვეულ პირობებს, რომ მოქალაქეები მაღალმთიან რეგიონებში იყვნენ დასახლებულები. ეს მხოლოდ ბახმაროს არ ეხება, მაღალმთიანი რეგიონები ბახმაროთი არ იწყება და არ მთავრდება.

_ სხვა რამეს გეკითხებით _ გვაინტერესებს, თუკი მიანიჭეთ ბახმაროს სტატუსი, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მოქალაქეებმა ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული სიკეთეებით? არ გიფიქრიათ, რომ, თუნდაც, კანონში შევიდეს ცვლილება და ასეთ გამონაკლის შემთხვევებში, 9 თვის ნაცვლად 6 თვე ცხოვრება იყოს სავალდებულო?

_ კი, როგორ არა. გადაწყვეტილების მიმღები მსჯელობს ამ საკითხზე. არ გამოვრიცხავ, იყოს რაიმე ინიციატივა, რომ 9 თვის ვალდებულება შემცირდეს 6 თვემდე, ოღონდ გარკვეულ სიმაღლეებზე, ვთქვათ 2 000 მეტრიდან, სწორედ იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც ბუნებრივი კლიმატი ქმნის. მე საჯარო მოხელე ვარ და არ შემიძლია მტკიცებით ფორმაში გითხრათ, მაგრამ, შესაძლებელია, კანონში შევიდეს ცვლილება და ასეთ სიმაღლეზე 9 თვის ვალდებულების ნაცვლად იყოს 6 თვე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დიდიძემ.

P. S. როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ბახმაროს, როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის თაობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულო ორშაბათს იმსჯელებს და მხარდაჭერის შემთხვევაში, სტატუსის ოფიციალური მინიჭება და შესაბამისად რეესტრშიც გატარება იმ კვირაში მოხდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მარტო ჩოხატაურისთვის, არამედ მთელი გურიისთვის"

გაზრდილი ბზარები და სპეციალისტების მოწვევის ხელახალი იმედი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2” პოლიტიკურ დებატებს იწყებენ

23:13; 1.02.2026
სამართალი

რა სასჯელი შეუფარდა მოსამართლემ პოლიციელის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს

23:05; 1.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1.02.2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1.02.2026
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო