წუხელ, გვიან ღამით ქვეყნის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
შუქის ჩაქრობის მიზეზის შესახებ განცხადება “სახელმწიფო ელექტროსისტემამ” გააკეთა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოირთო საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“.
“საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს, – ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ხორციელდება”, _ აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის განცხადებაში.