ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული, როგორც წესი, ლანჩხუთში, ჯიხეთის დედათა მონასტერში განსაკუთრებულად აღინიშნა, რადგან ეს ტაძარი სწორედ ამ დღესასწაულის სახელობისაა.
დღევანდელ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას. რომელიც შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე იოსებმა აღავლინა, მრევლი არ აკლდა. წირვას რიგით ლანჩხუთელებთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებიც ესწრებოდნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სურვილის მიუხედავად, წირვაზე დასწრება ბევრმა ვერ მოახერხა. ამის მიზეზად ეს ადამიანები უგზოობას ასახელებენ.
გაირვა, რომ ჯიხეთის ტაძრისკენ მიმავალ გზის გარკვეულ მონაკვეთზე, დაახლოებით, ერთი თვის წინ მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც გზა მწყობრიდან გამოვიდა და ტაძრამდე მისვლა მომლოცველებს ფეხით უხდებათ.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, გზის ამ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება,