დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმდა მემორანდუმი.
მხარეები შეთანხმდნენ რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში, ასევე საზოგადოების პროგრამული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის საქმეში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით.
მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ მოაწერეს.
(R)