საცხოვრებელი სახლის საფუძვლიანი რემონტისას, შეიძლება ითქვას, რომ თითოეული პროექტი ერთსა და იმავე ფაზებს გადის. როგორც ამბობენ, Frigyes Karinthy-ის განცალკევების 6 ხარისხის მსგავსად, რომელიც თითოეულ ადამიანს სხვა ადამიანებისგან აშორებს, რემონტის მიმდინარეობისასაც მხოლოდ 6 ფაზაა, რომელიც ჩვენი ოცნების სახლის სრულ მოწყობამდე, ანუ რემონტის დასრულებამდე გვაშორებს. ნებისმიერი პროექტი გადის პროცესს, რომელსაც “სასიცოცხლო ციკლი” შეგვიძლია ვუწოდოთ, სადაც თითოეული ფაზა სავსეა მღელვარებით, ზოგჯერ იმედგაცურებით და რა თქმა უნდა, ხშირად სიხარულით.
ამ ფაზებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები და მნიშვნელოვანია მოსაპირკეთებელი სამუშაოები და ამ პროცესისათვის საჭირო მასალების შეძენა. პირველ რიგში, იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როდის უნდა დავიწყოთ მოსაპირკეთებელი მასალების შეძენა, კარგად უნდა გვესმოდეს რემონტის სრული პროცესის მიმდინარეობაც. ამიტომაც, ან ბლოგში ზემოთ ხსენებულ 6 ფაზას გაგაცნობთ. მაშ, ასე:
პირველი ფაზა დიზაინი და დაგეგმვაა. რემონტის მიმდინარეობისას, სახლის მეპატრონე ყოველდღიურობას სულ სხვა პრიზმიდან უყურებს, სადაც სამყარო სავსეა შესაძლებლობების უთვალავი ვარიაციით. როგორც წესი, იმისათვის, რომ დიზაინის შექმნისა და მასალების შესყიდვისას, შეცდომები და გაუთვალისწინებელი ხარჯები თავიდან ავირიდოთ, საუკეთესო გამოსავალი დიზაინერსა და არქიტექტორთან თანამშრომლობაა. მათი დახმარებით, სწორედ იმ დიზაინსა და ხასიათს ვიღებთ, რომელიც ჩვენს შინაგან სამყაროსა და მოლოდინებს შეესაბამება. ამ ფაზის დასრულებისას, შესაძლოა ითქვას, რომ ზუსტი წარმოდგენა გექნებათ რემონტისათვის საჭირო, სავარაუდო ბიუჯეტისა და ხარჯების შესახებ.
მეორე ფაზა, ძველი სახლის შემთხვევაში, დანგრევაა. ხოლო, ახალის შემთხვევაში, პირიქით – შენება, იქნება ეს კედლების ამოყვანა, თუ ტიხრების განაწილება. სწორედ აქ იწყება რეალური სამუშაოები. ნგრევა, რაღაც კუთხით, საკმაოდ სახალისო პროცესი შეიძლება იყოს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ძველის ნგრევა საკმაოდ თერაპიული პროცესია, მაგრამ როცა კედლები და ჭერი იშლება, სწორედ ამ დროს იაზრებ თუ რამხელა სამუშაოები გაქვს წინ. ამ ფაზაში ადამიანის სურვილი და მიზანდასახულობა გამოიცდება, – აქ ვხვდებით, თუ რამდენად მზადაა შეეჭიდოს იმ დიდ პროცესებს, რომელიც რემონტის დასრულებასა და მიმდინარეობას უკავშირდება.
მესამე ფაზა სახლისათვის ჩონჩხის შექმნა, ანუ იერსახის მიცემაა. ამ დროს, ყოველდღიურად რაღაც ახალი სიახლე გვხვდება: კედლები სწრაფად ამოდის და ვფიქრობთ, რომ ჩვენი სახლის რემონტი სინათლის სისწრაფით მიედინება. იმ რყევებისა და დესტრუქციის შემდეგ, რაც კედლების ნგრევას მოჰყვება, შენების პროცესი ძალიან სასიამოვნო და იმედის მომცემი ეტაპია.
მეოთხე ფაზა საკმაოდ გრძელი და შრომატევადი პერიოდია, რომელიც ელექტროობის, სანტექნიკისა და კონდიცირების სისტემების გაყვანასა და გამართვას გულისხმობს. ამ დროს, სახლის “მექანიკური ძვლები” თავსდება კედლებში, იატაკსა და ჭერში. სწორედ ამ ეტაპზე უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რამდენი ჩამრთველი, გსურთ სახლში გქონდეთ. მობილურის დატენვა საწოლის თავთანაც ხომ არ უნდა შეგვეძლოს? სინათლის ანთება რამდენიმე სხვადასხვა ადგილიდან ხომ არ აჯობებს? ან, იქნებ საერთოდაც ჭკვიან სახლზე გათვლილი ელექტროობა გვჭირდება? მეოთხე ფაზა არის პერიოდი, როცა ან ბოლომდე ვამბობთ ჩვენს სურვილებს, ან სამუდამოდ ვჩუმდებით.
მეხუთე ფაზა არის ბათქაში. მას შემდეგ, რაც ელექტროობის, სანტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების გაყვანა დასრულდება, იწყება ახალი ეტაპი, რომლის მთავარი გმირიც ბათქაშია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კედლების იზოლაცია, რაც კელდებს ტენიანობისა და წყლის გაჟონვისგან იცავს, შემდეგ კი, გაბათქაშება იწყება. სახლის შელამაზებასთან ერთად, დგება მომენტი, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, უფრო ზუსტად კი – ავარჩიოთ და შევიძინოთ მოსაპირკეთებელი მასალები, რათა ჩვენი რემონტის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. თუ სახლის დიზაინი შესაბამის პროფესიონალტან ერთად შექმენით, მაშინ სანერვიულოც არაფერია, ხოლო თუ თქვენი ძალებით ეჭიდებით ყველაფერს, მაშინ, საჭიროა ზუსტად იცოდეთ სად და როგორი მოსაპირკეთებელი მასალები უნდა შეიძინოთ. სწორედ აქ, შემოდის არჩევნის მრავალფეროვნება და დაბნეულობაც მატულობს. მოსაპირკეთებელი მასალები ხელმისაწვდომია შემდეგი სახესხვაობებით: – კერამოგრანიტი – კერამიკული ფილები (კაფელი, მეტლახი) – კლინკერის ფილები – მოზაიკა – პარკეტი – ლამინატი – ვინილის იატაკი – და სხვა. თუ თქვენც ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე ხართ და მოსაპირკეთებელი მასალები ახლა უნდა შეარჩიოთ, საქმის გასამარტივებლად, გეტყვით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებიდან, ხარისხიან და მრავალფეროვან არჩევანს სავაჭრო ცენტრ “იდეალში” შეხვდებით.
მას შემდეგ, რაც მოსაპირკეთებელი მასალები შევიძინეთ და შესაბამისად გავანაწილეთ, რემონტის ბოლო ეტაპიც იწყება, რაც სამუშაოების დასრულებასა და საბოლოო შტრიხების შეტანას გვამცნობს. ამ ფაზის მიმდინარეობისას, სამზარეულოს მონტაჟი, სააბაზანო კაბინის დაყენება, კარადების აწყობა, შპალერის გაკვრა და სხვა ბევრი წვრილმანია დარჩენილი. თუმცა, ამ დროს, საქმეც ძალიან სწრაფად მიდის და პროცესიც მეტად სასიამოვნოა. ამ ფაზაში, ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ იხვეწება ჩვენი სახლი და რაც მთავარია, საბოლოო იერსახეს იღებს. ფაზის დასრულებისთანავე კი, ერთადერთი შეგრძნება გვიჩნდება – რომ ეს შრომა ამად ნამდვილად ღირდა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved