დაიწყო რესპუბლიკური გათამაშება რეგიონის ნაკრებ გუნდებს შორის 2004-2005წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. გათამაშებაში გურიის ნაკრებიც მონაწილეობს, რომელმაც პირველი ტურის მატჩი გამართა ქალაქ ზუგდიდში. სამეგრელოს რეგიონის ნაკრებთან.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი ფრედ _ 2:2 დამთავრდა. გურიის ნაკრებიდან გოლები შაკო დვალიშვილმა და ლაშა ცერცვაძემ გაიტანეს.
გურიის ნაკრების შემადგენლობა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ლანჩხუთელი ავთანდილ ნარიაშვილია ასე გამოიყურება: ერეკლე სარიშვილი (ოზურგეთი), რომა მორჩილაძე (ოზურგეთი), დავით გუჯაბიძე (ლანჩხუთი), გიორგი გოგოლაძე (ლანჩხუთი), დაჩი პატარაი ა(ლანჩხუთი), .ზურაბ დოლიძე (ოზურგეთი), შაკო დვალიშვილი (ლანჩხუთი), ლუკა ოჩიგავა (ოზურგეთი), საბა ბაგათელია (ლანჩხუთი), თორნიკე ღლონტი (ლანჩხუთი), ლაშა ცერცვაძე (ოზურგეთი), ამირან ჩაგუნავა (ლანჩხუთი), ირაკლი ბისიეშვილი ( ლანჩხუთი), ლუკა სარიშვილი (ოზურგეთი), ლექსო ბებია (ლანჩხუთი), გიორგი თოდრაძე (ოზურგეთი), ლუკა თურმანიძე (ოზურგეთი), თორნიკე ჯიბუტი (ჩოხატაური).
გათამაშება გაყოფილია ორ ზონად, დასავლეთი და აღმოსავლეთი. დასავლეთ ზონაში ხუთი გუნდი მონაწილეობს: აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო და რაჭა-ლეჩხუმი. შემდგომ ეტაპზე გადის 2 გუნდი, რომლებიც შეუერთდება აღმოსავლეთის ზონის 2 გამარჯვებულ გუნდს და გაიმართება ფინალური ეტაპი, სადაც გამარჯვებული გერმანიაში გაემგზავრება. ჩემპიონატის მთლიან ხარჯებს საქართველოს ფედერაცია გაიღებს.