მუმბაიში, სავაჭრო ცენტრსა და რესტორან კამალა მილსში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ასევე არიან დაშავებულებიც.
როგორც ცნობილია, ცეცხლი რესტორნის სახურავზე გაჩნდა და შენობა 30 წუთში მოიცვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.