ბურკინა ფასოს დედაქალაქში სამმა შეიარაღებულმა პირმა რესტორანში ცეცხლი გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაიჭრა.
ხელისუფლების განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა 2 თავდამსხმელი მოკლეს.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, თავდასხმის დროს თურქეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
მაუწყებლის ცნობით, სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების ეროვნება, ჯერჯერობით, უცნობია.