ჩინეთში დაქორწინებულ წყვილებს სამი შვილის ყოლის ნებას დართავენ, _ ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პოლიტიკის შესაბამისი ცვლილება პოლიტბიუროს სხდომაზე დამტკიცდა, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი თავმჯდომარეობდა.
როგორც Reuters წერს, პეკინმა, 10-წლიანი პოლიტიკა გააუქმა, რომელის მიხედვით, 1 შვილის ყოლის ლიმიტი, ორი შვილის ყოლის ლიმიტით იყო განსაღზვრული. 2016 წელს მიღებული ცვლილებით, ჩინეთი შეეცადა, თავიდან აიცილოს სწრაფად დაბერებული მოსახლეობის რისკები მის ეკონომიკაში. მაგრამ ამან ვერ გამოიწვია მშობიარობის მუდმივი ტალღა ჩინეთის ქალაქებში, ბავშვების აღზრდის მაღალი ღირებულების გათვალისწინებით, გამოწვევა, რომელიც დღემდე გრძელდება.
ასევე, გამოცემა წერს, ოფიციალური პეკინი აღნიშნავს, რომ პოლიტიკის შეცვლა მოხდება “დამხმარე ზომებით“, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის სტრუქტურის გაუმჯობესებას და ქვეყნის სტრატეგიის შესრულებას.
ამ ზომებს შორის, ჩინეთი შეამცირებს განათლების ხარჯებს ოჯახებისთვის, გააძლიერებს გადასახადებსა, საცხოვრებელ სახლებს და უზრუნველყოფს ქალთა კანონიერი ინტერესების გარანტიას. ეს, ასევე გულისხმობს ახალგაზრდების განათლებას “ქორწინებისა და სიყვარულზე”.
როგორც Reuters წერს, 11 მაისს ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ მონაცემები გამოაქვეყნა, რომელმაც ცხადყო, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყანაში შობადობამ იკლო. 2010-2020 წლის განმავლობაში, მოსახლეობის საშუალო წლიურმა ზრდამ 0.53% შეადგინა.
2000-2010 წლების განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 0.57% იყო. მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება ბოლო ათწლეულის სხვადასხვა ერთწლიან მონაკვეთს შორისაც. მაგალითად, გასულ წელს ჩინეთში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც მკვეთრი კლებაა 2016 წელთან შედარებით. ამ წელს ქვეყანაში 18 მილიონი ბავშვი დაიბადა.
1970-იან წლებში ჩინეთი დემოგრაფიული აფეთქების წინაშე აღმოჩნდა. 1979 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შემოიღეს შობადობის კონტროლის კანონი – „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი”. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ეს კანონი მხოლოდ 2015 წელს შეცვალეს და ოჯახებს 2 შვილის ყოლის ნება დართეს. რეგულაცია, რომელმაც ოჯახებს მეორე შვილის გაჩენის საშუალება მისცა, ჩინეთში 2016 წლის 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში.