Reuters-ის ინფორმაციით, სურსათის უზრუნველყოფა რისკის ქვეშ დგას, რადგან ექსპორტიორები გაყიდვებს აფერხებენ, იმპორტიორები კი უფრო მეტს ყიდულობენ.
საოჯახო საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, როგორიცაა ტუალეტის ქაღალდი და საწმენდი საშუალებები პანიკურად მოხდა, რამაც სუპერმარკეტებში თაროების დაცარიელება გამოიწვია.
არაეთიკური სამომხმარებლო ყიდვის შედეგად გაიზარდა შეშფოთება, რომ ზოგიერთმა ქვეყნების მთავრობებმა შეიძლება საკვების მიწოდება შეზღუდონ, რომ საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფა შეძლონ.
„ხალხი ნერვიულობს“,_ ამბობს ფინ ბაზელი, აგრობიზნესის ეკონომისტი ავსტრიის ეროვნულ ბანკში.
„თუ მთავარი ექსპორტიორები დაიწყებენ მარცვლეულის სახლში შენახვას, ეს მყიდველებს შეაწუხებთ. ეს პანიკურია და არა რაციონალური, რადგან ფუნდამენტურად სამყარო კარგად არის მომარაგებული საკვებით“.
ვიეტნამმა, რომელიც სიდიდით მესამე ექსპორტიორია ბრინჯის და ყაზახეთმა, რომელიც ხორბლის დიდი ექპორტიორია, უკვე გადადგეს ნაბიჯები პროდუქციის გაყიდვის შესაზღუდად, საშინაო ხელმისაწვდომობის შეშფოთების გამო.
ინდოეთი, ბრინჯის ყველაზე დიდი მწარმოებელი, ახლახან სამი კვირით ჩაიკეტა, რამაც რამდენიმე ლოჯისტიკური არხის შეჩერება გამოიწვია.
რუსეთის მცენარეული ზეთის გაერთიანებამ მოითხოვა მზესუმზირის თესლის ექსპორტის შეზღუდვა, ხოლო პალმის ზეთის გამომუშავება მალაიზიაში შეფერხებულია.
იმპორტიორების მხრივ, ერაყმა განაცხადა, რომ მას სჭირდება 1 მილიონი ტონა ხორბალი და 250 000 ტონა ბრინჯი, მას შემდეგ რაც კრიზისულმა კომიტეტმა ურჩია სტრატეგიული საკვების მარაგის შექმნა.
ამ ნაბიჯებმა გამოიწვია სოფლის მეურნეობის მოვაჭრეების შეშფოთება და სურსათის მიწოდების სხვაობა.
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, ბრინჯისა და ხორბლის კომბინირებული გლობალური წარმოება წელს სავარაუდოდ იქნება რეკორდი 1,26 მილიარდი ტონა.
USDA-ს მონაცემებით, გამომავალი ტონაჟი უნდა აღემატებოდეს ამ კულტურების მთლიან მოხმარებას და უნდა გამოიწვიოს წლიური ინვენტარის აგება 469.4 მილიონი ტონით.
როგორც ცნობილია, ეს პროგნოზი ითვალისწინებს მოსავლის ნორმალურ ნაკადს, საიდანაც წარმოებულია და სადაც მოიხმარენ, აგრეთვე შემცვლელების ხელმისაწვდომობას.
მაუწყებლის ინფორმაციით, ექსპორტის შესუსტების მოლოდინის გამო ბრინჯზე ფასი გაიზარდა.
„ეს ლოჯისტიკური საკითხია. ვიეტნამმა შეწყვიტა ექსპორტი, ინდოეთი გამოკეტილ მდგომარეობაშია და ტაილანდმაც შესაძლოა მიიღოს მსგავსი ზომები“_ თქვა სინგაპურელმა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა მოვაჭრემ.
ტაილანდში 2013 წლის აგვისტოს შემდეგ ბრინჯის ფასმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, ტონა 492, 5 აშშ დოლარი ღირს.
2008 წლის სასურსათო კრიზისის დროს ბაზარზე ტონა 1000 დოლარი ღირდა.
„2008 წლის გამეორება ნაკლებად სავარაუდოა რომ ვნახოთ. მსოფლიოს აქვს საკმარისი მარაგი, განსაკუთრებით ინდოეთში, სადაც ინვერტარიზაცია ძალიან დიდია“_ თქვა ბრინჯით მოვაჭრემ.
გლობალურად ბრინჯის აქციები სავარაუდოს წელს პირველად აიწევა 28%-ით 2015-2016 წლის სეზონთან შედარებით.
მაგრამ ეს ინვენტარი თანაბრად არ არის გადანაწილებული, რაც ნიშნავს, რომ ბრინჯის ყველაზე დიდი მყიდველი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად ფილიპინები, შესაძლოა დაუცველი აღმოჩნდეს, თუ მოსავლის მოძრაობა დიდ ხანს შეფერხდება.
„ჩვენი ბრინჯის ინვენტარი კარგია 65 დღის განმავლობაში. საკმარისი ბრინჯი გვაქვს მომდევნო 2 თვის განმავლობაში“_ თქვა ფილიპინების სოფლის მეურნეობის მდივანმა, უილიამ დარმა და აღნიშნა, რომ მშრალ სეზონზე მოსული მოსავლის დამატებით, 4 თვის სამყოფი ბრინჯი აქვს.
მოვაჭრეების თქმით, აზიაში ხორბლის მსხვილ შემძენები, მსოფლიოში სიდიდით მეორე იმპორტიორის, ინდონეზიას ხელმძღვანელობით, ივნისამდე მომარაგებულები არიან.
„არ მინახავს არცერთი ხორბლის იმპორტიორი, რომელიც ჩქარობს მარაგის შევსებას, საჭირო მოთხოვნილებამდე“,_ თქვა სინგაპურში ერთმა საერთაშორისო სავაჭრო კომპანიამ, რომელიც ხორბალს ყიდის შავ ზღვის და აშშ-ს ხორბალს აზიაში.